1-0 ქუთაისის "ტორპედოს" სათავეში კომპანია "ვისოლის" მოსვლის შემდეგ,
გუნდმა დღეს, პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა "მეზობელ"
"სამტრედიასთან". აღნიშნულმა მატჩმა საკმაო ინტერესი გამოიწვია ადგილობრივ
გულშემატკივრებში, რაც ბუნებრივიცაა - "იმერული დერბი", ახალი სტადიონი,
უამრავი ახალწვეული - ნამდვილად საკმარისი საფუძველია წინასამატჩო, მცირე
"აჟიოტაჟის" შესაქმნელად.
მოდით,კიდევ ერთხელ გადავხედოთ "ტორპედოს" ახალწვეულთა სიას -
გიორგი დათუნაიშვილი, თენგიზ ჩიკვილაძე, დაჩი ფოფხაძე, თორნიკე
თარხნიშვილი, ნოდარ მაჭავარიანი, გიორგი ჭელიძე (პაჭელო), ზაურ ხაჭიპერაძე
და ნიკა კვასხვაძე.
ყველა მათგანი დღეს მოედანზე ვიხილეთ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს
კიდევ ორ ფეხბურთელთან, ფოთის ''კოლხეთის'' ფორვარდ დავით ციცხვაიასთან და
თბილისის ''ლოკომოტივის'' ყოფილ კიპერ მაქსიმე ქვილითაიასთან.
ორივე პოტენციური ახალწვეული გუნდთან ერთად იმყოფება და მათი საკითხის
გადაწყვეტას უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. როგორც კლუბის
მესვეურებისგან გავიგეთ, მატება კვლავ გაგრძელდება.
დანაკლისს რაც შეეხება, მიმდინარე უქმეებზე გუნდს დაემშვიდობა 5
მოთამაშე, რომლებიც გასული სეზონების დროს ''ტორპედოში'' ირიცხებოდნენ,
თუმცა შემადგენლობაში იშვიათად ჩნდებოდნენ: ირაკლი ჭანკვეტაძე, თემურ
ხარებავა, გიორგი ცაგარეიშვილი, რაულ ჩიხლაძე და ბესიკ ხაჭიპერაძე.
''სამტრედიასთან'' შეხვედრას დავუბრუნდეთ...მასპინძელთა შემადგენლობა ასეთი გახლდათ :
მიგინეიშვილი, ქარქუზაშვილი, მაჭავარიანი, ჩიკვილაძე, თარხნიშვილი,
ლომაშვილი, გურული, ფოფხაძე, დათუნაიშვილი, ხაჭიპერაძე, ცნობილაძე.
მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდნენ : ფარულავა, გ.ჩხეტიანი, ბიბილაშვილი, გიგაური, ჭელიძე, კირკიტაძე, კვასხვაძე, კვერნაძე, (კუჭუხიძე 70).
პირველი ტაიმი "ტორპედოს" უპირატესობით წარიმართა. გოლის გატანის
რამოდენიმე კარგი შანსი ჰქონდა გიორგი დათუნაიშვილს, მაგრამ ვერცერთხელ
ვერ ისარგებლა. მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში ვიხილეთ :
ბექა ბიბილაშვილმა კუთხურიდან თავური დარტყმით იხეირა. გოლის შემდეგ,
ტემპი დაეცა და შეხვედრა მოსაწყენ ბურთაობაში გაილია
მომდევნო სპარინგს ქუთათურები 30 მაისს, ტორპედოს ცენტრალურ სტადიონზე გამართავენ. სავარაუდოდ,მეტოქე რუსთავის "ოლიმპი" იქნება.
goli.ge
|