საფეხბურთო
კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკის ტიროლის
მთიან მხარეში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება, 2010-2011 წლის უეფას
ევროპის ლიგაში ასპარეზობისათვის მზადებას განაგრძობს.
გუშინ
და დღეს ზესტაფონელებმა სანტ ულრიჰის სპორტული კომპლექსის საფეხბურთო
მინდორზე ორ-ორჯერ ივარჯიშეს. იმერლები სწორედ ამ კომპლექსის ტერიტორიაზე
განაგრძობენ მზადებას მთელი ავსტრიული შეკრების განმავლობაში.
”ზესტაფონის” ფეხბურთელების უმრავლესობა ჯანმრთელადაა, ერთადერთი გამონაკლისია გიორგი ხიდეშელი, რომელსაც პლზენის "ვიქტორიასთან" გუშინწინდელი მატჩის შემდეგ უმნიშვმელო ტრავმა აწუხებს და ამ ეტაპზე ის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. უნდა ითქვას, რომ ბიჭები სრული სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს.
ვარჯიშების შემდეგ, სასტუმრო ”პილერზეეჰოფის”
(რომლის თავზეც ამაყად ფრიალებს საქართველოს სახელმწიფო და საფეხბურთო
კლუბ "ზესტაფონის" დროშები) თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილ
საკონფერენციო დარბაზში გია გეგუჩაძე გუნდს თეორიულ მეცადინეობებს უტარებს.
ხვალ,
15 ივნისს მარგველები ავსტრიულ შეკრებაზე თავის მეორე ამხანაგურ შეხვედრას
გამართავენ - ქართველთა მეტოქე რუსული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი,
სანქტ-პეტერბურგის ”ზენიტი” იქნება. მატჩი ქალაქ მიტერსილში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.ზენიტი” იქნება. მატჩი ქალაქ მიტერსილში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
|