აზერბაიჯანული საფეხბურთო
კლუბი ”ხაზარი”, რომლის რიგებშიც სინჯებს დავით იმედაშვილი გადის,
გერმანულ შეკრებაზე ამხანაგური შეხვედრა გამართა. აზერბაიჯანელების მეტოქე
უკრაინული ”შახტარი” იყო.
იმედაშვილმა ძირითადში დაიწყო შეხვედრა და როგორც azerisport იუწყება,
90 წუთი დაჰყო მინდორზე. წყაროსვე ცნობით დათოს 2 რეალური მომენტიც
ჰქონია, თუმცა მას გოლის გატანა მოწინააღმდეგის მეკარემ არ დაანება.
ხაზარი უეფას თასის მფლობელთან 2:0 დამარცხდა.
championat.ge