საქართველოს U15 და U17 ნაკრებმა გუნდებმა ესპანეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირ "იბიცას თასი"–ზე, გათამაშების პირველი დღე წარმატებით დაასრულეს. ორივე ასაკობრივმა ნაკრებმა ევროპელ თანატოლებთან ორ-ორი შეხვედრა ჩაატარა .
U15 ნაკრებმა გელა შეყილაძის ხელმძღვანელობით დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს ს.კ. "სელტიკი". ხოლო ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ს.კ. "რაპიდს" 4:0 სძლიეს.
ორივე
მატჩში ჩვენი ნაკრები გუნდი შემდეგი შემადგენლობით თამაშობდა: ბააზოვი,
გაბედავა, კირთაძე, მალანია, ტაბიძე, არველაძე, ხორხელი, თევზაძე,
კერძევაძე, ტურავა, ჭანტურია.
შეცვლაზე შემოვიდნენ: ჩაფიძე, ლომიძე, ბუნტური, კალაძე, მესხი, ზარანდია, ეგუტიძე.
ს.კ. "რაპიდთან" შეხვედრაში გოლი გაიტანა კერძევაძემ, ჭანტურიამ, ხოლო დუბლი ეგუტიძემ შეასრულა.
საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა გუნდმა ორი შეხვედრა ჩაატარა. პირველი მატჩი ბარსელონას "ესპანიოლის" წინააღმდეგ გავმართეთ, სადაც მინიმალური ანგარიშით 0:1დავმარცხდით.
"ესპანიოლის" წინააღმდეგ საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: თებიძე, მთივლიშვილი, სანდუხაძე, როგავა, ჭიღვარია, სარჯველაძე, სამუშია, არაბული, ჰუფნაგელი, ჩხაიძე, პაპუჩელაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ჯავახიშვილი, ფანცულაია.
ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ჩვენმა ნაკრებმა გუნდმა უკეთესად ითამაშა და "რაპიდთან" დაპირისპირებაში ანგარიშით 4:0 გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგნელობით დაუპირისპირდა "რაპიდს": თებიძე, კვარაცხელია, როგავა, სანდუხაძე, ჩიგვარია, სარჯველაძე, ცნობილაძე, სამუშია, ფანცულაია, მათიაშვილი, არაბული,
შეცვლაზე შევიდნენ: ჯავახიშვილი, ჰუფნაგელი, პაპუჩელაშვილი, ჩხაიძე, ბიჩკინაშვილი, გუდავაძე.
გოლები გაიტანეს: სამუშიამ, ფანცულაიამ, ჯავახიშვილმა და ჩხეიძემ.
იბიცას თასის გათამაშების ფინალური მატჩები 27 ივნისს გაიმართება.
სფფ–ს პრესსამსახური
|