ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               კვირა, 22.12.2024, 08:35


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 6 » გუცაევის საევროპო არჩევანი
12:39
გუცაევის საევროპო არჩევანი



საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 11 ოქტომბრიდან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ვლადიმერ გუცაევის გუნდის მეტოქეები პორტუგალიის, საბერძნეთისა და აზერბაიჯანის ჭაბუკთა ნაკრებები არიან. ჩვენი ჯგუფის მატჩებს კი პორტუგალია უმასპინძლებს. საკვბალიფიკაციო ეტაპისთვის გუცაევმა შემადგენლობა უკვე დაასახელა. 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები - მამუკა ნადირაძე (დინამო), დავით ლეგაშვილი (ნორჩი დინამოელი);

მცველები - მამუკა კობახიძე (ზესტაფონი), საბა კვირკველია (ზენიტი 2, რუსეთი), ავთანდილ ბრაჭული (რუბინი 2, რუსეთი), ბაქარ მირცხულავა (ბენფიკა 2, პორტუგალია), ნიკა კვეკვესკირი, ნიკა აფაქიძე (ორივე ბაია), მინდია ფუტკარაძე (ადელი), ირაკლი ხუჭუა (გაგრა);

ნახევარმცველები - ჯანო ანანიძე (სპარტაკი მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (შახტარი 2, უკრაინა), გიორგი ჩელებაძე (ჩერნომორეცი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (ცსკა მ, რუსეთი), ლევან ელიზბარაშვილი (ნორჩი დინამოელი), ზვიად სიხარულია (ბაია);

თავდამსხმელები - გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა ჩაფიძე (უკლუბოდ).

როგორც ხედავთ გუცაევის სიაშია ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ორი ფეხბურთელი - მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და ზუგდიდის "ბაიას" მცველი ნიკა კვეკვესკირი. ჩვენი ინფორმაციით მალტასთან მატჩის შემდეგ, ეროვნულის თავკაცი თემურ ქეცბაია კვეკვესკირს 19-წლამდელთა ნაკრებს დაუთმობს. ჯანო ანანიძეს კი ალბათ ლატვიასთან მატჩის შემდეგ შეუერთდება გუნდს. 19-წლამდელებს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11, 13 და 16 ოქტომბერს აქვთ. შესაბამისად, ანანიძე ალბათ მხოლოდ ბოლო შეხვედრაში შეეშველება ჭაბუკთა ნაკრებს.

პორტუგალიაში გამგზავრებამდე 19-წლამდელები თბილისში ერთ საკონტროლო მატჩს გამართავენ, გუცაევის გუნდი ხვალ 6 ოქტომბერს "გაგრას" გაეჯიბრება. გაცნობებთ იმასაც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი 18 ფეხბურთელის გარდა, გუცაევს 4 ფეხბურთელი სათადარიგოდ ჰყავს შეგულებული და თუ ისე მოხდა რომ რომელიმე ფეხბურთელი დაშავდა, მაშინ მას სათადარიგო კვარტეტიდან ერთ-ერთი ჩაანაცვლებს. ეს კვარტეტი ასე გამოიყურება: აზრიაშვილი (ავაზა-ვისოლი), დეკანოიძე (სპარტაკი ცხინვალი), უგულავა (ოლიმპი), კემუხტაშვილი (ტორპედო).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ნანახია: 793 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!