ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » გოგიტა გოგუა: "თეთრაძესთან თბილი ურთიერთობა მაქვს"
19:59 გოგიტა გოგუა: "თეთრაძესთან თბილი ურთიერთობა მაქვს" |
"ვოლგას" ქართველი ნახევარმცველი გოგიტა გოგუა რუსული სპორტული ვებგვერდის,
Sportbox.ru-ს ჟურნალისტს ნიჟნი ნოვგოროდის კლუბში გადასვლის
გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა და მისი ყოფილი გუნდის, ნალჩიკის
"სპარტაკის" მთავარი მწვრთნელის, იური კრასნოჟანის "ლოკომოტივის" თავკაცის
პოსტზე დანიშვნაზეც გააკეთა კომენტარი.
- როდის მიიღეთ "ვოლგასგან" შემოთავაზება? - სადღაც ნოემბრის ბოლოს. დიდ ხანს ვფიქრობდი? არა, გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე.
თეთრაძეს
ხომ უკვე რამდენიმე წელია ვიცნობ. ის "სატურნში" თამაშის დროს გავიცანი.
მას შემდეგ კონტაქტი არ გაგვიწყვეტია. ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობა
გვაქვს.
"სპარტაკთან" კონტრაქტი 2010 წლის ბოლოს მიმთავრდებოდა,
ასე რომ, ახალ გუნდში გადასვლაში ხელს არაფერი მიშლიდა. მთავარი მიზეზი,
რის გამოც ნალჩიკი დავტოვე, სიტუაციის გამოცვლის სურვილი იყო.
"სპარტაკს" თითქმის ხუთი წელი შევალიე, რაც, დამეთანხმებით, ცოტა დრო
არაა.
- "ვოლგაში" გადასვლით ფინანსური თვალსაზრისით მოიგეთ? - ნალჩიკის "სპარტაკი" ძალიან ღარიბი გუნდია, "ვოლგაში" უკეთესი პირობებია.
- როგორ გამოგივიდათ პირველი ვარჯიში შესვენების შემდეგ? - გამიძნელდა. შესვენება საკმაოდ გრძელი იყო, დაახლოებით თვენახევრიანი და პირველივე ვარჯიშზე დატვირთვაც სერიოზული მივიღეთ.
- რა მიზნებს ისახავს პრემიერლიგაში თქვენი ახალი გუნდი? -
ჯერ არ გვიფიქრია. აი, მაგალითად, ნალჩიკის "სპარტაკი" გასულ სეზონში
არანაირ მიზნებს არ ისახავდა, უბრალოდ ბოლომდე იხარჯებოდა მოედანზე.
დამეთანხმებით, ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ. ვერავინ იფიქრებდა, რომ
ევროთასების ზონისთვის ბრძოლას შევძლებდით.
- რას იტყოდით კრასნოჟანის გადასვლაზე? -
სიმართლე გითხრათ კრასნოჟანი "ლოკომოტივში" ვერ წარმომიდგენია. ის
უბრალოდ "სპარტაკისთვისაა" დაბადებული. არ ვაპირებ განვსაჯო, მიაღწევს თუ
არა ის წარმატებას "ლოკომოტივში", ამას დრო გვაჩვენებს.
მომზადებულია sportbox.ru-ს მიხედვით
|
ნანახია: 854 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|