ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 29.03.2024, 00:10


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 4 » გიორგი მერებაშვილი: "ნაკრებში დისციპლინა დამყარდა"
21:11
გიორგი მერებაშვილი: "ნაკრებში დისციპლინა დამყარდა"
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სერბეთის "ვოივოდინას" ფეხბურთელ გიორგი მერებაშვილს გუშინ დავუკაშვირდით და რამდენიმე საკითზე დავუსვით შეკითხვა. საუბარი შეეხო, საკლუბო და სანაკრებო დონეს, ამ და სხვა თემებზე თქვენ ვრცლად ინტერვიუში გაეცნობით. 

გიორგი თავდაპირველად ჩვენი საუბარი დავიწყოთ, ვოივოდინას შესახებ, რა მდგომარეობაა გუნდში და როგორ შეეწყვე იქაურ გარემოს?

მოგეხსენებათ, რომ "ვოივოდინა" პირველი უცხოური გუნდია ჩემთვის. თავდაპირველად კლუბს ძალიან კარგდ შევეწყე, კარგი გარემო დამხვდა და ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ თითქოს დიდი ხანი ვიყავი გუნდში.
 
გარკვეული პრობლემები იყო ენასთან დაკავშირებით, თუმცა ინგლისურად ვაგებინებ ხოლმე და ამ მხრივ პრობლემები უკვე აღარ მაქვს. 


რაც შეეხება ჩემს იქ თამაშს, პირველი მატჩი ძალიან კარგად ჩავატარე, თუმცა გარკვეული მომემენტების რეალიზაციას ვერ ვახდენდი. შემდეგ შეხვედრებში ყველანაირად ვდილობდი, რომ ყველაფერი გამეკეთებინა, რათა შედეგისთვის მიმეღწია, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ გამომდიოდა. ბოლოს მიწევდა უკვე სათადარიგოთა სკამიდან შესვლა, თუმცა პრეზიდენტი და მწვრთნელი ჩემზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ და იმედი მაქვს, რომ შემდეგი სეზონიდან ყველაფერი დალაგდება და სასურველ მიზანსაც აუცილებლად მივაღწევ.

ბოლო დროს რამდენიმე ფეხბურთელთან, დაახლოებით 4–5 მოთამაშესთან მქონდა კამათი და ის ფეხბურთელები, რომლებთანაც უთანხმოება მქონდა, მივიდნენ მწვრთნელთან და უთხრეს ჩემზე, რომ ის გუნდში არ გვჭირდება, რადგან გამოირჩევა ლიდერობითო. ამასთან დაკავშირებით მწვრთნელი მესაუბრა და მან განმიცხადა, რომ მიუხედავად მათი პროტესტისა, შენ დარჩები გუნდში და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მომავალ სეზონში ლიდერობას ითავებო. ამ სიტყვებმა რა თქმა უნდა დამაიმედა და ძალა მომცა, რომ ჩემი შესაძლებლობი სრულად წარმოვაჩინო. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

მოდი ეროვნული ნაკრების მიერ ბოლოს ჩატარებულ მატჩზე კითხავს, როგორ შეაფასებ საქართველოსა და კამერუნის მატჩს?

თავდაპირველად ვიტყვი, რომ ორი წელია მოგება ვერ შევძელით და ახლა ესტონეთთან მოგებამ და კამერუნთან ფრემ ძალები შეგვმატა და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მაღალი მაჩვენებელი ვაჩვენოთ შემდეგ შეხვედრებში. კამერუნთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომ სწორ და ორგანიზებულ ფეხბურთს ვთამაშობთ, გვქონდა რეალური შანსი გოლის გატანი თუმცა სამწუხაროდ ვერ შევძელით. კამერუნს რაც შეეხება, მას პრაქტიკულად მომენტი არ შეუქმნია ჩვენს კართან, რაც დაცვისა და მეკარის დამაჯერებელი თამაშის დამსახურებაა.  აშკარად ეტყობა ნაკრებს დისციპლინა, რაც თემურ ქეცბაიას დამსახურებაა, ქართველი მწვრთნელი ნაკრებში აშკარად საჭირო იყო, რადგან მან უფრო კარგად იცის ქართველი ხალხის მენტალიტეტი და კარგად იცნობს ქართულ გარემოსაც. თემურ ქეცბაია, მართლაც ჩინებული სპეციალისტია და ფეხბურთელებს ყოველთვის სხვანაირად განგვაწყობს ხოლმე. დისციპლინა ერთ-ერთი უდიდესი ფაქტორია ნაკრებისთვის.

გიორგი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს რამდენიმე დღის წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი ჰქონდა შვეიცარიის ნაკრებთან, სადაც სამწუხაროდ სამი ქულის აღება ვერ მოვახერხეთ...

იცით, ფეხბურთელისთვის მატჩის ტრიბუნიდან ყურება ყოველთვის ძნელია და მსურს, რომ ყოველთვის ნაკრებთან ახლოს ვიყო. მატჩს ტრიბუნიდან ვადევნებდი და უნდა ითქვას, რომ შვეიცარიის ნაკრები საკმაოდ სწორხაზოვნად თამაშობდა. ეს იყო უპრინციპულესი თამაში, რომელშიც მოგება ვერ შევძელით. თუმცაღა უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ახალგაზრდულ ნაკრებს ასეთი დადებითი შედეგი ჯერ არ უჩვენებია. წარმატებებს ვუსურვებ მათ და იმედია თავიანთ საწადელს მიაღწევენ და გაახარებენ ქართველ გულშემატკივარს.

და ბოლოს, შესარჩევ ციკლზეც გკითხავ, როგორ აფასებ საქართველოს ნაკრების შანსებს ჯგუფში?

ვერავინ იტყვის, რომ გუნდში იტალიის, ინგლისის ან ასეთი დონის ნაკრებები თამაშობენ. ჯგუფი საკმაოდ დაბალანსებულია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შედეგს მივაღწიოთ. თუმცა იმას ნამდვილად ვერ შეკპირდებით, რომ აუცილებლად გავალთ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ვაჩვენებთ დისციპლინირებულ თამაშს და ორგანიზებულს. დროა ჩვენი ქართველი გულშემატკივარი გაიხაროს და დავდებთ ყველაფერს მინდორზე და თითოეულ შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

გიორგი დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ.



თორნიკე ცირამუა
fanebi.com
ნანახია: 978 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!