ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ივნისი » 3 » გიორგი ლომაია: ,,მინდა, რომ ჩემი შვილი თავდამსხმელი გამოვიდეს,,
02:12 გიორგი ლომაია: ,,მინდა, რომ ჩემი შვილი თავდამსხმელი გამოვიდეს,, |
აზერბაიჯანის ჩემპიონის ბაქოს
,,ინტერი''-ს ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა გიორგი ლომაიას ინტერვიუ,
რომელიც ძირითადად მის პირად ცხოვრებას ეხება. გთავაზობთ ამ ინტერვიუს
სრულ ვარიანტს.
-ჩაცმის როგორ სტილს და რომელ მარკას ანიჭებ უპირატესობას? -ძირითადად
სპორტულ სტილს, მაგრამ მთლიანობაში მარკას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.
მთავარია რომ ტანსაცმელი იყოს ადამიანისათვის სრულიად თავისუფლად
სატარებელი.
-რომელ სამზარეულოს და რომელ კერძს ანიჭებ უპირატესობას? -მიყვარს ქართული სამზარეულო, რომელსაც ბავშვობიდანვე მივეჩვიე. მიყვარს კუპატი, ხინკალი, ხაჭაპური.
-როგორ ატარებ თავისუფალ დროს? -ძირითადად მეგობრებთან ერთად. ამ ბოლო დროს თავისუფალი დრო ცოტა მაქვს, ამიტომაც ოჯახთან ერთად ვამჯობინებ მის გატარებას.
-სად გიყვართ დასვენება? -ოჯახთან ერთად ყველგან სასიამოვნოა.
-რომელ ავტომობილის ფირმას ანიჭებთ უპირატესობას? -მიყვარს
,,მერსედესი'', მართალია ,,ფერარი'' და ,,ლამბორჯინი''-ც კარგი ფირმებია
და კარგი მანქანები ყავთ, მაგრამ უპირატესობას მაინც ,,მერსედესს''
ვანიჭებ.
-როგორ წიგნებს კითხულობ და როგორ ფილმებს უყურებ? -კითხვის დრო არ მაქვს. ვუყურებ ისტორიულ ფილმებს.
-როდისმე მანდილოსნის გამო გიჩხუბია? -ბავშვობაში მქონდა მსგავსი შემთხვევა.
-თუ თქვენი ბავშვი გახდება პროფესიონალი სპორტსმენი, ამას არ შეეწინააღმდეგებით? -არა, მაგრამ არ ვისურვებ რომ ის გახდეს მეკარე, უკეთესი იქნება თუ თავდამსხმელი გამოვა.
-სად გრძნობ თავს ყველაზე კარგად? -სახლში, ოჯახის გარემოცვაში.
ირაკლი გიორგაძე championat.ge
|
ნანახია: 841 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
რეკლამა |
|
|
|