საფეხბურთო კლუბი 'ზესტაფონი' აგრძელებს ტრანსფერებს და Goli.Ge-ს ინფორმაციით, ორ დღეში ოფიციალურად დაიკანონებს დავით გიგაურსა და ზვიად ჩხეტიანს.
გიგაური პოზიციით მცველია. ის 'გაგრადან' იჯარიდა ოლიმპში გადავიდა ზამთრის სატრანსფერო სეზონზე, ხოლო ახალ ჩემპიონატს, როგორც ჩანს, ის იმერული გუნდის რიგებში შეხვდება.
რაც შეეხება ჩხეტიანს, ისიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა 'გაგრაში'. ეს გუნდი დაქვეითდა უმაღლესი ლიგიდან, ჩხეტიანი ნახევამრცველია და შეუძლია თამაში, როგორც საყრდენ, ასევე ცენტრალურ და ფლანგის ნახევარმცველად. ასე რომ, მისი სახით 'ზესტაფონი' კარგ შენაძენს გააკეთებს.
როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ფეხბურთელები გუნდთან კონტრაქტს ორ დღეში გააფორმებენ.
მაგდა კლდიაშვილი
goli.ge