9 თებერვალს დაგეგმილი მატჩისათვის, რომელიც საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის კუნძულ კვიპროსზე, ქალაქ ლიმასოლში გაიმართება სამზადისი გრძელდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გასამხნევებლად კატერინა ქეცბაიას ინიციატივით, კვიპროსში დამზადდა ეროვნული ნაკრების გიგანტური 14 ნომრიანი მაისური, რომელიც ლიმასოლის ცენსტრალურ სტადიონზე გამოიფინება.
იმედს გამოვთქვამთ, რომ თემურ ქეცბაიას მაისურის ასეთი სახით დაბრუნება სტადიონსა და საქართველოს ნაკრების რიგებში ფეხბედნიერი იქნება და ჩვენი ბიჭები კიდევ ერთხელ გაახარებენ ქართველ გულშემატკივარს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი 9 თებერვალს, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
სფფ–ს პრესსამსახური