გიორგი დათუნაიშვილი, რომელსაც `ვიტ ჯორჯიასთან` კონტრაქტი დაუმთავრდა, მალე ქუთაისის `ტორპედოსთან` ოფიციალურად მოაწერს ხელს.
ქუთაისის `ტორპედოს`, `ვეტერინართა` ყოფილი თავკაცი - ნესტორ მუმლაძე
ჩაუდგა სათავეში, ამიტომ გასაკვირი არც არის დათუნაიშვილის ქუთაისში
წასვლა.
შეგახსენებთ, რომ დათუნაიშვილით სამი ქართული გუნდი - `დინამო`, `ბაია` და `ტორპედო` იყო დაინტერესებული.
ფეხბურთელმა ყოფილ აღმზრდელთან გადაწყვიტა წასვლა.
გუნდი 9 ივნისს გაივლის სამედიცინო შემოწმებას, სწორედ ამ დღეს შეუერთდება დათუნაიშვილი ტორპედოს.
მაგდა კლდიაშვილი goli.ge
|