გიორგი შიუკაშვილი უკვე ხუთი წელია, რაც ესპანეთში ცხოვრობს და თამაშობს. ყველაფერი კი ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო აკადემია "ოლიმპიდან" იწყება. სწორედ აქ, მამუკა ფანცულაიას ჯგუფში დაიწყო გიორგიმ ფეხბურთის თამაში. დროთა განმავლობაში, მას სხვადასხვა პოზიციებზე უხდებოდა თამაში და ერთგვარ უნივერსალადაც კი ჩამოყალიბდა, თუმცა შიუკაშვილის ძირითადი ადგილი მაინც მარჯვენა მცველის პოზიციაზეა. მას ორივე ფეხით შეუძლია თამაში. რამდენიმე წლის შემდეგ, თორმეტი წლის გიორგი შიუკაშვილი ესპანეთში, კერძოდ კატალონიაში წავიდა და იქ განაგრძო საფეხბურთო კარიერა. თავდაპირველად, შიუკაშვილი ქალაქ კორდობის 13-დან 16 წლამდე ფეხბურთელთა უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, შედეგ მიიღო სერიოზული ტრავმა, რის გამოც 1 წელი გაუცდა. შარშან ის საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებში უნდა გამოეძახათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. სულ ახლახან, შიუკაშვილმა კონტრაქტი გააუქმა ქალაქ ბარსელონას ერთ-ერთ გუნდთან. ამჟამად ქართველი ფეხბურთელით დაინტერესებულია ისეთი გუნდი, როგორიცაა "ესპანიოლი". გარდა ამისა, ჩვენებურს ვარჯიშები ექნება კატალონიის სხვა გუნდებშიც: "Can Vidalet De Sant Andreu" და "FC Europa". თუ სად წავა გიორგი, ეს თვის ბოლოს გაირკვევა. სხვათაშორის, გიორგი შიუკაშვილი დასახელებულია, ყველაზე დისციპლინირებულ ფეხბურთელად მთელ კატალონიაში. მას მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული და ისიც ხელით თამაშის გამო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები საქმის კურსში არიან და არაა გამორიცხული, წელს 17 წლის გიორგი შიუკაშვილი გიორგი დევდარიანმა მიიწვიოს ნაკრებში. რა თქმა უნდა, მეტად სასიხარულოა, როდესაც ქართველ ფეხბურთელს ისეთ საფეხბურთო ქვეყანაში აქვს თავის გამოჩენის საშუალება, როგორიც ესპანეთია. საბედნიეროდ, ასეთი ფაქტები ბოლო პერიოდში მომრავლდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართველებს ფეხბურთის თამაშის ნიჭი არ დაუკარგავთ. ეს ყველაფერი ხომ ისევ საქართველოს და ქართულ ფეხბურთს წაადგება?! ჩვენი საიტი წარმატებებს უსურვებს გიორგის, როგორც სპორტულ კარიერაში ასევე პირად ცხოვრებაში.
ახალგაზრდა მცველი და თან ქართველი ასეთი დისციპლინირებული ძალიან იშვიათია. იმედია ამ თაობის ბიჭები მაინც გააღვიძებენ მძინარე ქართულ ფეხბურთს. თუ გიორგი ამას წაიკითხავს მე წარმატებებსა და დიდ მომავალს ვუსურვებ.