გერმანიაში შეკრებაზე
მყოფმა ლიანქორანის ”ხაზარმა” მორიგი სპარინგი გამართა. დავით იმედაშვილის
ახალი კლუბი ავსტრიული ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს ”მატერსბურგს”
დაუპირისპირდა და 2:6 განადგურდა!
იმედაშვილი გუნდის სასტარტო სემადგენლობაში იყო და როგორც
azerisport.com იუწყება, მატჩი სრულად ჩაატარა. პირველი ტაიმის შემდეგ
ანგარიში უკვე 1:5 იყო. ალბათ, მეორე ნახევარში ავსტრიელებმა მეტოქე
დაინდეს და მხოლოდ 1 გოლი აკმარეს.
ეს გერმანულ შეკრებაზე ”ხაზარის’ მესამე შეხვედრა იყო... წინა ორიც
მსგავსი შედეგით დასრულდა - დონეცკის ”შახტართან” 0:2 და ავსტრიულ
”რიდთან” 0:3.
ბევრი საუბრობს, რომ აზერბაიჯანში გაცილებით უფრო მაღალი დონეა, ვიდრე
ჩვენთან. ჩემი აზრით, დონე არა ფულით , არამედ თამაშით და შედეგით
იზომება. მსგავს ”შედეგებს” კი ჩვენი პირველი ლიგის გუნდიც უფრობლემოდ
მიაღწევს.
championat.ge