ჰაიფას "მაკაბიმ" თავის მოედანზე "ბნეი იაჰუდა" მიიღო. ჰაიფას გუნდმა დაამტკიცა, რომ გამარჯვება ცუდ ფორმაში მყოფსაც შეუძლია, თუნდაც მინიმალური ანგარიშით 1:0.
გამარჯვების გოლი ამ მატჩში 43-ე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა. მიმდინარე სეზონში დვალიშვილი "მაკაბის" მთავარი ბომბარდირია, ისეთი, როგორიც გასულ სეზონში შლომი არბიტმანი, 2005 წელს კი რობერტო კოლაუტი იყო.
|