თბილისის "დინამომ” იმ ხუთი გუნდის ვინაობა დაადგინა, რომელსაც თურქეთში
შეკრების განმავლობაში დაუპირისპირდება. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური
ვებ–გვერდი იუწყება.
დინამოელები საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ანთალიაში
მოემზადებიან. ისინი ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "კრემლინში” იცხოვრებენ და
ორჯერად ვარჯიშებთან ერთად, 5 საკონტროლო შეხვედრასაც გამართავენ.
მატჩების სავარაუდო გრაფიკი ასეთია:
26 იანვარი დინამო – სპარტაკი /ნალჩიკი, რუსეთი/მე-6 ადგილი
28 იანვარი დინამო – სევასტოპოლი /უკრაინა/მე-15 ადგილი
30 იანვარი დინამო – ვოლინი /ლუცკი,უკრაინა/მე-6 ადგილი
1 თებერვალი დინამო – ოსიეკი /ხორვატია/მე-11 ადგილი
3 თებერვალი დინამო – ზარია /ლუგანსკი, უკრაინა/მე-12 ადგილი
|