ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » აპრილი » 5 » დავით სირაძე: "ნაკრებს კიდევ 9 ქულის აღება შეუძლია"
14:06 დავით სირაძე: "ნაკრებს კიდევ 9 ქულის აღება შეუძლია" |
რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში ნალჩიკის "სპარტაკმა” სანკტ-პეტერბურგის
"ზენიტს” უმასპინძლა და 2:2 ითამაშა. ყაბარდოელთა გუნდში გასულ სეზონში
წამყვან პოზიციებზე ქართველი ფეხბურთელები იყვნენ, წლეულს კი კლუბს მხოლოდ
დავით სირაძე შემორჩა და ისიც წამოსვლაზე დაფიქრდა, რადგან საწყის სამ
ტურში ძირითადში "სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ეშტრეკოვმა
ერთხელაც არ დააყენა - დათოს "ზენიტთანაც” არ უთამაშია.
- რატომ არ გათამაშებენ, კიდევ ხომ არ დაშავდი? - ჯანმრთელად ვარ, მაგრამ რატომღაც მწვრთნელმა სათადარიგოებში დამსვა და წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ამის მიზეზი.
- არადა, მოსამზადებელი ეტაპის ბოლოს იმედიანად იყავი. -
მაშინ ეშტრეკოვი ისე იქცეოდა, ვფიქრობდი, ძირითადის კაცი ვარ-მეთქი. არ
მეგონა, ჩემი საქმე ასე თუ წავიდოდა. უკვე სამი ტური ჩატარდა და არ
მათამაშებს, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ შეიცვალა დამოკიდებულება. ფაქტია,
ნაკრებიდან გუნდში დაბრუნებულს ყველაფერი შეცვლილი დამხვდა. ამას კი არ
ველოდი - ძირითად შემადგენლობაში კი არა, მოედანზე აღარ მიშვებს.
თუმცა
ყველაფერი წინ არის. ახალი სეზონი რუსეთში უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდება
და, ალბათ, თამაშის შანსი მომეცემა. იმედს მაინც არ ვკარგავ და ყველაფერს
ვიღონებ, შემადგენლობაში ადგილი რომ დავიბრუნო.
- ასეთ ვითარებაში გუნდის შეცვლაზე ხომ არ გიფიქრია? -
ჯერ არა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, დავფიქრდები. როცა აღარ
გათამაშებენ, გასაგებია, რომ გუნდის შეცვლაზე უნდა იფიქრო. არადა, თამაში
მინდა და საამისოდ მზად ვარ.
- ნაკრებზეც ვთქვათ, ისრაელთან გუნდის ცნობა ძნელი იყო... -
დაღლილები ვიყავით, რადგან ხორვატიასთან შეხვედრამ ძალიან დიდი ენერგია
წაგვართვა, ისრაელამდე კი ცოტა დრო გვქონდა ძალების აღსადგენად. უმძიმესი
შეხვედრის შემდეგ დასასვენებლად ორი დღე რომ გაქვს, საუკეთესო თვისებების
გამოვლენა შეუძლებელია. საწყენი კია, წაუგებელი სერია რომ შევწყვიტეთ,
მაგრამ ჩვენი წარმატების მაინც გვჯერა, რადგან ძალიან შეკრული და
ერთსულოვანი გუნდი ჩამოყალიბდა.
- ისრაელში წაგების ერთ-ერთ მიზეზად მოედნის მდგომარეობაც დასახელდა. - არა, მიზეზი ჩვენი გადაღლილობა იყო. ისე ვერ ვიბრძოლეთ, როგორც ქეცბაიას მოსვლის შემდეგ გვჩვევია.
- შენი აზრით, დარჩენილ მატჩებში საქართველოს ნაკრებს რამდენი ქულის მოპოვება შეუძლია? -
ისევე თუ მოვინდომებთ, როგორც ხორვატიასთან, ვფიქრობ, ცხრა ქულის მოპოვება
შესაძლებელი იქნება - სახლში ლატვიასთან და საბერძნეთთან გამარჯვებისთვის
უნდა ვიბრძოლოთ. ძნელი იქნება მალტის სტუმრად დამარცხება, მაგრამ
წამოუდგენელიც არ არის. ყველაზე რთული მატჩი კი ხორვატიაში გველის. რა თქმა
უნდა, ცხრა ქულის მოპოვება ადვილი არ იქნება, მაგრამ თუ წარმატებაზე
ვფიქრობთ, სხვაგვარი შედეგი მიუღებელია.
- შენი აზრით, რომელ შეხვედრაში შეგვეძლო მეტი ქულის მოპოვება? - ლატვიასთან და ისრაელთან სახლში ქულები რომ დავკარგეთ, ეს საკამათოც არ არის. ქულის მოპოვება თელ-ავივშიც შეიძლებოდა.
|
ნანახია: 839 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
რეკლამა |
|
|
|