ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 20.08.2019, 18:40


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 2 » დავით კვირკველია: `ერთ-ერთი მიზეზი `რუბინიდან` იჯარით `ანჟიში` გადასვლისა, ნაკრებიც იყო`
00:37
დავით კვირკველია: `ერთ-ერთი მიზეზი `რუბინიდან` იჯარით `ანჟიში` გადასვლისა, ნაკრებიც იყო`

http://www.sportal.de/photos/09/09/ae390ee4239e35542417c47095d5cc66.jpg
დავით კვირკველია 2010 წლის 31 დეკემბრამდე რუსეთის ჩემპიონსა და თასის მფლობელს, ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის. რუსეთის პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონის დაწყებამდე კი 6-თვიანი იჯარით მახაჭყალის "ანჟიში" გადავიდა. იმ დროს ქართველი მწვრთნელი ომარ თეთრაძე უკვე აღარ გახლდათ "ანჟის" თავკაცი.

 

ქართველ ფეხბურთელს კლუბთან შეგუება არ გასჭირვებია და ზოგადად ამ პრობლემაზე არც უფიქრია, რადგან როგორც Goli.ge-სთან საუბარში აღნიშნა: "ჩემთვის მთავარი იყო მეთამაშა, რადგან "რუბინში" ძირითადად სათადარიგო სკამზე მიწევდა ჯდომა. უთამაშებლობა კი, მოგეხსენებათ, ფეხბურთელისთვის რასაც ნიშნავს. როცა არ თამაშობ, ნაკრებშიც ვერ ხვდები, ჩემთვის კი მთავარი ეროვნულ გუნდში თამაშია".

 

როცა ნაკრებზე ჩამოვარდა საუბარი, ფეხბურთელს კამერუნის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ გამოწვეული მითქმა-მოთქმის შესახებაც ვკითხეთ. რამდენიმე ფეხბურთელმა უარი თქვა ნაკრებში თამაშზე. დავით კვირკველიას ტრავმა რომ აწუხებდა, ამის შესახებ სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერდნენ, ნაკრების ექიმის დიმა ზაალიშვილის დასკვნის საფუძველზე.

 

"სპარტაკთან" თამაშის მერე ტრავმა მივიღე, ნაკრების ექიმმაც დაადასტურა ეს. მეგონა, რომ შევძლებდი კამერუნთან შეხვედრამდე გამოჯანმრთელებას, სამწუხაროდ, დიდი დრო დასჭირდა ტრავმის მოშუშებას. მახაჭყალაში დაბრუნების შემდეგ, კვლავ ჩავიტარებ გამოკვლევას.

 

ნაკრებში თამაშზე უარი არასდროს მითქვამს. ყველა ფეხბურთელისთვის დიდი პატივია ეროვნული გუნდის მაისურის მორგება.

 

ერთ-ერთი მიზეზი "რუბინიდან" იჯარით "ანჟიში" გადასვლისა, ნაკრებიც იყო. ჩემპიონის რიგებში არ მიწევდა მოედანზე შესვლა, ანჟიში კი ამის შესაძლებლობა მაქვს. კარგად ვიცი, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე დიდი კონკურენციაა"... - განაცხადა ფეხბურთელმა.

 

კვირკველია "ანჟიში" 1 აგვისტომდე რჩება. მახაჭყალური კლუბის ქართველების მიმართ არც ისე კარგ დამოკიდებულებაზე ხშირად საუბრობენ: "ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს. პირადად მე პრობლემები ამ კლუბში არ შემქმნია. ძალიან დიდ პატივს სცემენ ქართველებს. გაჯიევიც კარგად შემხვდა, გამოცდილი სპეციალისტია.

 

"რუბინის"  შემდეგ "ანჟიში" თამაში ცოტა რთულია ყოფნა, მაგრამ ფეხბურთელი ხანდახან კარგ პირობებზე არ ფიქრობს. მთავარია, ვითამაშო, წინ ჯერ კიდევ არის შეხვედრები გასამართი. ახლა სწორედ ამ თამაშებზე ვფიქრობ".

 

საქართველოს ნაკრების კამერუნთან გამართული ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთელს არ უნახავს, თუმცა შედეგი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან, რომელიც მუნდიალისთვის ემზადება, აკმაყოფილებს.

 

"ძალიან ბევრი მწვრთნელი გამოიცვალა საქართველოს ნაკრებმა, ვერავინ იტყვის, რომ მონდომება აკლდათ ფეხბურთელებს, მაგრამ თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ, ტაქტიკური, ტექნიკური თუ სხვა მხარე, ყველაფერი დადებითად შეიცვალა. მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს ექნება შედეგი", - განაცხადა დავით კვირკველიამ.


 ___________________________________________________________________________

მირანდა სურმანიძე
goli.ge

ნანახია: 519 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2019
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!