ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 17 » დაკარგული დრო და კონცენტრაცია ...
00:42 დაკარგული დრო და კონცენტრაცია ... |
ლატვია 1:1 საქართველო: ჩვენმა ნაკრებმა ფრედ ითამაშა, ვინძლო უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ვერ მოიგო. რიგაში თემურ ქეცბაიას გუნდს მოსაგები შეხვედრა ჰქონდა, რამეთუ ბურთს მეტოქე უკეთ და მეტ ხანს აგორებდა - ეს უკვე არგუმენტია. ევრო 2012-ის შესარჩევში საქართველომ მეოთხე მატჩი ითამაშა და არც ერთი არ წაუგია -ეს კი ფაქტია. თუ ქულებსაც დავთვლით, საქართველოს ამ შესარჩევში უკვე აქვს იმაზე უკეთეს შედეგი, ვიდრე წინა ციკლში ჰქონდა. რიგაში საქართველომ მატჩის მიწურულს გაუშვა გოლი. ჩვენმა მცველებმა ვერც ორთაბრძოლაში ივარგეს და ვერც პოზიციურ თამაშში, მანამდე კი ნახევარდაცვა ვერ გაუფრთხილდა ბურთს და მეტოქეს ჩააბარა. ჩვენმა ნაკრებმა კონცენტარცია დაკარგა შეხვედრის ბოლოს და გოლიც გაუშვა. კონცენტრაციის დაკარგვა თითქოს მუდმივი თანამგზავრია საქართველოს ნაკრებისთვის, ჯერ არ გვყოლია მწვრთნელი, ვინც ამ პრობლემას გადაუჭრიდა ჩვენს უპირველეს გუნდს. ახლახან ერთ-ერთ რადიოში მოვისმინე, ქეცბაიამ გუნდი უკვე დააყენაო. ქეცბაია მართლაც ძნელ საქმეს შეეჭიდა და მისი გარჯაც უკვე ჩანს, თუმცა გუნდის შექმნას მხოლოდ მწვრთნელი ვერ ეყოფა. ქეცბაიამ გაცილებით მეტი იცის ჩვენს ფეხბურთელებზე და საქართველოზე, ვიდრე მისმა უცხოელმა წინამორბედებმა. თქმა რად უნდა, რომ ეს მას მნიშვნელოვნად ეხმარება და ქეცბაიაც უფრო თამამადად იღებს გადაწყვეტილებებს. გუნდი დააყენა - ღმერთმანი, დიდი საქმეა, მაგრამ ეს მაინც პერსპექტივა უნდა იყოს, რომელსაც აქედანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი. ქეცბაიასგან თუ ფეხბურთის ფედრაციის უფროსობისგან ჯერ არ მოგვისმენია, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებსო. ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ საქართველოს ნაკრები ჯერ ხელახლა უნდა ჩამოყალიბდეს როგორც ბრძოლისუნარიანი, ღირებული შედეგისთვის მებრძოლი გუნდი. ლატვია კი ჩვენზე წინ არის. ლატვიელებმა ჩვენზე ადრე დაიწყეს ნორმალური, ევროპული სახელმწიფოს შექმნა, ექვსი წლის წინ გახდნენ ევროკავშირისა და ნატოს წევრები. ლატვიაში ჩვენსავით როდი უყვართ ფეხბურთი, მაგრამ 2004 წელს მათი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა და გერმანიასთან ფრეც(0:0) კი ითამაშა. ჩვენ ახლა დაკარგული დრო უნდა ავინაზღაუროთ და გუნდის დაყენებამდე ჯერ ალბათ ადრეა, საქართველოს ნაკრებს თითქოს გარდამავალი პერიოდი უდგას, ჯერაც შექმნის პროცესშია - ასეთად ჩანს ყველაფერი.
დავით თავართქილაძე
|
ნანახია: 812 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|