ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 22 » "ჩელსი" ჯანო ანანიძეზე ჩაფიქრებულა
13:56 "ჩელსი" ჯანო ანანიძეზე ჩაფიქრებულა |
საქართველოს ნაკრებისა და "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო
ანანიძე "ჩელსის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩის მიწურულს შეცვლაზე
შემოვიდა, თუმცა ლონდონური კლუბის სკაუტთა ყურადღების ცენტრში უმალ
მოექცა.
როგორც ირკვევა, რომან აბრამოვიჩის კლუბის მესვეურთა
ნიჭიერი ქართველით დაინტერესება ახალი ამბავი სულაც არაა. ანანიძეზე
ცნობების შეგროვება ბრიტანელ სკაუტებს მას შემდეგ დაუწყიათ, რაც 17 წლისა
მოსკოვის "სპარტაკის" ძირითად გუნდში შეკრებაზე პირველად გამოიძახეს. მათ
არც "სპარტაკის" ოფიციალურ მატჩში "კრასნოდარის" წინააღმდეგ გატანილი მისი
გოლი გამორჩენიათ, რომელსაც რუსმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ბრწყინვალე და
მომაჯადოვებელი უწოდეს. შარშან, ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა, უკვე რუსეთის
ჩემპიონატის რეკორდი მოხსნა - ის ყველაზე ახალგზარდა ფეხბურთელი გახდა,
ვისაც რუსეთის უმაღლეს ლიგაში გოლი გაუტანია. მანამდე კი ანანიძეს
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, იტალიის წინააღმდეგაც უხმეს.
აღსანიშნავია,
რომ "სპარტაკს" ქართველი ნახევარმცველი ხელში უფასოდ მას შემდეგ ჩაუვარდა,
რაც ვუნდერკინდზე უარი კიევის "დინამომ" განაცხადა. დღეს უკრაინელები
ძალიანაც ნანობენ, მაგრამ გვიანია - ჯანოს ფასი ყოველთვიურად მათემატიკური
პროგრესიით იზრდება.
"სპარტაკს" ანანიძეში 2 მლნ ევრო უკვე
შესთავაზეს, მაგრამ მოსკოვური კლუბის გენერალურმა დირექტორმა ვალერი
კარპინმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - ჯანოს მხოლოდ იმ შემთხვევაში
დავთმობთ, თუ რომელიმე სუპერკლუბში გადავა და თან ძალიან დიდ ფულს
შემოგვთავაზებენო.
ვნახოთ რა იქნება, მანამდე კი გეტყვით, რომ
"ჩელისისთან" ლიგის მატჩის დასრულების შემდეგ ჯანომ თვით ჯონ ტერის
მაისურების გაცვლა თამამად სთხოვა, რაზეც ინგლისელ ვარსკლავს უარი არ
უთქვამს.
გელა უშარიძე
|
ნანახია: 793 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|