ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 19.04.2024, 18:58


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 1 » ჩაბნელებული ფრე
16:13
ჩაბნელებული ფრე


გუშინდელმა საღამომ საინტერესოდ და ასევე სკანდალურად ჩაიარა. ოთარ გაბელიას შეგირდები, შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და  სამი ქულის აღება ვერ მოახერხეს. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, თუმცა რომ არა მატჩის დასაწყისში ირაკლი კლიმიაშვილის ტრავმა, მატჩის შემდგომ ტაბლოზე აშკარად სხვა ანგარიში იქნებოდა, რა თქმა უნდა ჩვენს სასარგებლოდ. კლიმიაშვილის გასვლამ აშკარად დაატყო გუნდს და კარგად გამოჩნდა, რომ გაბელიას გეგმები რადიკალურად შეიცვალა.


უნდა ითქვას, რომ ხშირ მომენტებში ჯანო ანანიძე დაჩრდილული იყო, მაშინ როდესაც პოზიციურად კარგად იყო გახსნილი და სწორ დროს, რომ გაეკეთებინათ მის თანაგუნდელებს გადაცემები გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

საქართველოს ნაკრებმა შესძლო რევაზ ბარაბის გოლის წყალობით გატანა, მაგრამ გვერდითა არბიტრის აწეულმა ალამმა წამიერი სიხარული დაასამარა. ეს რაც შეეხებოდა პირველ ტაიმს მოკლედ, ყველაზე საინტერესო კი მართლაც შეხვედრის მეორე ნახევარში განვითარდა.

ტაიმის ნახევარში სრულიად შემთხვევით სტადიონზე განათება ჩაქვრა და მსაჯს მატჩის გაჩერება დაახლოებით 8–10 წუთის განმავლობაში მოუწია. ორივე ნაკრების ფეხბურთელებს კარგი ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ, თუმცა მაშინვე გაჩნდა კითხვა, რას იზამს უეფას დელეგატები ამ ფაქტის შემდეგ დაგვსჯიან თუ არა ან შეწყდება თუ არა თამაში? ყველაფერმა კი ისე ჩაიარა, რომ მატჩიც გაგრძელდა და არავითარ სანქციას აღარ ჰქონდა ადგილი.

ასეა თუ ისე ჩვენი შეგირდებმა შვეიცარიასთან მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ და ჯგუფში მეხუთე ადგილზე 9 ქულით ვიმყოფებით.

აი როგორი კომენტარი გააკეთა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ:
"როგორც ვნახეთ, საკმაოდ კარგ გუნდს ვეთამაშეთ, მართალია ძირითადის 6 ფეხბურთელი აკლდათ, მაგრამ სამი ისეთი დაამატეს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის 23 კაციან სიაში ვერ მოხვდნენ. ჩვენს გეგმებს დაღი დაასვა ირაკლი კლიმიაშვილის ტრავმამ, რომელიც ძალიან დაგვაკლდა მატჩის დარჩენილ დროში. შანსი გვაქვს, მაგრამ ამისთვის საჭიროა სამივე თამაშის მოგება. რაც შეეხება ბარაბაძის არ ჩათვლილ გოლს, ვთვლი, რომ 100 პროცენტიანი გოლი მსაჯმა არ ჩათვალა".

P.S. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხალხი სტადიონს არ უვლის და სკამებს ამტვრევს, იქნებ მაქსიმალური პირობები შევქმანთ ეროვნულ არენაზე, რომ სტადიონზე შუქი არ ჩაქრეს და ხალხის აღშფოთებაც თავიდან იქნეს აცილებული...

თორნიკე ცირამუა
fanebi.com

ნანახია: 786 | დაამატა: Admin2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!