კახა ცხადაძის მიერ
გაწვრთნილი ბაქოს ”ინტერი”, რომელმაც წელს ჩვენს სამეზობლოში ჩემპიონობა
იზეიმა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებისათვის მზადებას იწყებს.
როგორც azerisport.com იუწყება, გუნდი 7 ივნისს შეიკრიბება და
აზერბაიჯანის დედაქალაქში გაივლის მზადების პირველ ეტაპს. შემდეგ გუნდი
უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრება. როგორც წყარო იტყობინება, სავარაუდოთ
გუნდი ბულგარეთში გაემგზავრება, მაგრამ არ არის გამორიცხული თურქეთის და
საქართველოს ვარიანტებიც. ყველაფერი კახა ცხადაძის გადაწყვეტილებაზე
იქნება დამოკიდებული, რომელსაც შვებულება ამ კვირის ბოლოს უმთავრდება.
კლუბში ასევე განაცხადეს, რომ არ დაასახელებენ გუნდის სავარაუდო ახალწვეულებს, სანამ მათთან კონტრაქტები არ გაფორმდება.