1995 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთში ჩატარდა
ფლეი-ოფის განმეორებითი თამაში, სადაც "ავაზამ" ქუთაისის "კოლხიდას"
უმასპინძლა, მეტოქე 2-1 დაამარცხა და ამ ასაკში გამარჯვებულიც გახდა.
პირველი მატჩი, რომელიც ქუთაისში ჩატარდა ფრედ, 2-2 დასრულდა,
განმეორებით შეხვედრაში კი როგორც უკვე გითხარით თბილისელებმა იმარჯვეს.
თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გამარჯვებულ გუნდს მედლები
და დიპლომები გადასცა, დამარცხებულ გუნდს კი დიპლომები ერგოთ.
|