სხვა რუსული კლუბების მსგავსად, მალე შეკრებითვის მზადებას დაიწყებს
მოსკოვის "ლოკომოტივი", სადაც საქართველოს ნაკრების წევრი მალხაზ ასათიანი
ასპარეზობს, რომელიც კლუბის წინასასეზონო სამზადისში მოგვიანებით
ჩაერთვება.
როგორც `რკინისგზელების` კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, დღეს
ფეხბურთელები გეგმიურ ფუნქციონალურ შემოწმებას გაივლიან. თუმცა, მათ შორის
არ იქნებიან ის ფეხბურთელები, რომელიც თავიან ეროვნულ გუნდში იყვნენ
გამოძახებულნი. მათ შორისაა მახლახ ასათიანიც, რომელიც თემურ ქეცბაიამ
ნაკრებში იხმო და ის აღნიშნულ შემოწმებას 15 ივნისს გაივლის.
რატი ახალაია goli.ge
|