შოთა არველაძემ ცოტა ხნის წინ თურქული "კაისერისპორი" ჩაიბარა.
ქართველი სპეციალისტი თუქრეთში "ალკმაარში" 2-წლიანი მუშაობის შემდეგ
გადავიდა, სადაც ლუის ვან გაალის, რონალდ კუმანისა და დიკ ადვოკაატის
თანაშემწედ მუშაობდა.
"კაისერისპორსა" და არველაძეს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
37 წლის სპეციალისტი Uefa.com-თან საუბარში აცხადებს:
" თურქეთში 15 წლის წინ ვთამაშობდი, მას შემდეგ ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. თურქეთში ფეხბურთი სწრაფად ვითარდება.
ჩემი მთავარი მიზანია, გუნდმა პროგრესი განიცადოს და თამაშის
ხარისხი გააუმჯობესოს, ჩამოაყალიბოს საკუთარი სტილი. ამ ყველაფერმა
მომავალში წარმატება უნდა მოუტანოს გუნდს ევროთასებზე". მირანდა სურმანიძე
|