არჩევნები ჩაშლას `გადაურჩა`როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს 22 იანვარს აირჩევენ.
დღეს საპრეზიდენტო განაცხადების შეტანის ბოლო ვადა იყო, დღეს
დედლაინამდე 20 წუთით ადრე მოქმედმა პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ თავისი
კანდიდატურა დააყენა ისევ პოსტზე და ის ერთადერთი იქნება 22 იანვარს, ვისი
არჩევაც დელეგატებს მოუწევთ.
ორი დღეა ქართული მედია და საზოგადოება "შიშმა მოიცვა", რომ ფეხბურთის
ფედერაციის არჩევნები ჩაშლის საფრთხის წინაშე იყო, მაგრამ, როგორც ჩანს,
"გადავრჩით" და სიჭინავას კვლავ ერთსულოვნად აირჩევს ქართული საფეხბურთო
ელიტა.
|