1-0
დამდეგი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე 'ვიტ ჯორჯიამ' მეორე საკონტროლო მატჩი გამართა და ცხინვალის 'სპარტაკი' 1:0 დაამარცხა.
შეხვედრა
ჩვენი გუნდის იერიშებით დაიწყო. მეკარესთან პირისპირ გასულ ვახტანგ
კვარაცხელიას მართებდა გოლის გატანა, თუმცა მეტოქეს ვერ აჯობა. აქედან
ცოტა ხანში კვარაცხელიამ მიკროტრავმა მიიღო და შეცვალეს.
'ვიტ
ჯორჯია' შეტევებს აგრძელებდა. აქტიურმა ბესიკ ჩიმაკაძემ ორჯერ გაფლანგა
საგოლე შანსი - ჯერ თავურით ვერ გაისწორა მიზანი, მერე კი დამატებაზე
უმტყუნა სიზუსტემ.
მეორე ტაიმიც 'ვიტ ჯორჯიას' უპირატესობით მიმდინარეობდა. 'ვიტელებმა' არაერთი
მწვავე შეტევა განახორციელეს, საუკეთესო შანსი გიორგი ბერიაშვილს ჰქონდა,
თუმცა ბურთი ხარიხას გაარტყა. გოლი კი ლაშა კასრაძემ გაიტანა - საშუალო
დისტანციიდან ძლიერად, უზადოდ დაარტყა.
'ვიტ ჯორჯია': მიქაბერიძე (ძაძამია 46) - ხუციშვილი (ღანიაშვილი 46), ლომაია, ადამაძე (გოგიაშვილი 85), ბეჭვაია (სარაჯიშვილი
86) - ვასაძე (ვაშაკიძე 85), მაისაშვილი (კასრაძე 64), გურეშიძე -
ლიპარტია (ზაქრაძე 85) - ჩიმაკაძე (ბერიაშვილი 46), კვარაცხელია (კორიფაძე
7, ჯანელიძე 66)
'სპარტაკი':
დაუშვილი (ბილიხოძე 82) - ფურცელაძე (სკირავა 46), ბოიომო, თავბერიაძე,
ჩალაძე (ბურჯალიანი 46) - კბილცეცხლაშვილი, მგელაძე (ხაჭვანი 56), შონია,
მაისურაძე (ნინიკაშვილი 56), ჯიშკარიანი - კლოვისი