ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ორშაბათი, 30.12.2024, 19:56


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ივნისი » 4 » ალექსანდრე კრსტესკი: `ვფიქრობ, `დინამოდან` ფინანსური კრიზისის გამო გამიშვეს
21:10
ალექსანდრე კრსტესკი: `ვფიქრობ, `დინამოდან` ფინანსური კრიზისის გამო გამიშვეს

 

 საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალის მეორე დღეს, ‘დინამომ’ მაკედონიელ მცველ - ალექსანდრე კრსტესკისთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა.  ფეხბურთელმა გუნდში მხოლოდ 6 თვე ითამაშა, თუმცა, მას ორწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.

 

როგორც ალექსანდრე ჩვენთან საუბარში ამბობს, მისთვის გუნდიდან გაშვების მიზეზი უცნობია.

 

 

- "დინამოსთან კონტრაქტი კიდევ მქონდა, მაგრამ პირობების თანახმად მათ შეეძლოთ ჩემთან კონტრაქტის გაწყვეტა, თუ მათ ამის სურვილი ექნებოდათ.  ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.

 

 

-‘დინამოს’  მწვრთნელს არ მოსწონდით თუ ხელმძღვანელობას?

 

 

-  არ ვიცი ეს მე. უმჯობესი იქნება თუ ბუბას (ტყავაძე, ‘დინამოს’ მმართველი დირექტორი) ან კახას  (კაჭარავა, ‘დინამოს’ მთავარი მწვრთნელი) ჰკითხავთ. მე ყოველთვის პროფესიონალი ვიყავი, ‘დინამოშიც’, თბილისშიც და პროფესიონალი ვიქნები მუდამ.

 

 

- ამბობენ, რომ ‘დინამოში’ ფინანსური კრიზისია და სწორედ ამის გამო გაგიშვეს გუნდიდან, შენ როგორ ფიქრობ, ეს იყო შენი გაშვების მიზეზი?

 

 

- ვფიქრობ, რომ სწორედ ასეა. გუნდში ფინანსური კრიზისია და სწორედ ამიტომ გამიშვეს, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ჩემს გარდა სხვა ბევრი ფეხბურთელიც წავიდა.

 

 

-  რომელ ფეხბურთელს გამოარჩევ ‘დინამოდან’?

 

 

‘დინამოს’ ბევრი ტალანტი ჰყავს, მაგრამ საუკეთესო კაპიტანი - გურამ კაშია იყო. სხვებიც არიან, მაგრამ ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან.

 

 

- საქართველოს ჩემპიონატზე რა აზრის ხარ?

 

 

-  ვფიქრობ, რომ კარგი ჩემპიონატია, იმიტომ, რომ არიან ისეთი გუნდები, რომლებსაც  შეუძლიათ ბრძოლა და მოგება . ყველაზე რთული და არეულია, სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით,  საქართველოს ჩემპიონატი.

 

 

-  ყველაზე რთულ მეტოქედ ვის დაასახელებთ და რომელ თამაშს?

 

 

-  რა თქმა უნდა, ‘ვიტ ჯორჯია’ , იმიტომ რომ, მხოლოდ ‘ვიტ ჯორჯიას’ შეუძლია მოიგოს ორივე ტაიმი. 

 

 

 

- ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან როგორი ურთიერთობა გქონდა? მწვრთნელით კმაყოფილი იყავით?

 

 

-  მე კარგი უერთიერთობა მაქვს დირექტორთანაც, მწვრთნელებთანაც და ფეხბურთელებთანაც. რაც შეეხება კახას, როგორ გითხრათ, ის მუშაობდა ‘OK’, ასე ვიტყოდი.

 

 

- შემოთავაზების შემთხვევაში, უკან დაბრუნდებოდით საქართველოში?

 

 

- თუ დამირეკავენ და კარგ ფულსაც შემომთავაზებენ, რატომაც არა, - მე დავბრუნდები!

 

 

- ‘დინამოს’ შანსებს როგორ აფასებ ევროტურნირზე?

 

 

- ვფიქრობ, ცუდი. იმიტომ, რომ მათ არ ჰყავთ ფეხბურთელები. ჰყავთ ტალანტები, მაგრამ ისინი ჯერ პატარები არიან, ევროპისთვის კი გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდებათ.

 

 

-  ეს ტალანტები ვინ არიან?

 

 

- კაკუბავა, რობერტინიო, ლექვთაძე, ჩიორა (თექთუმანიძე).

 


მაგდა კლდიაშვილი

 



goli.ge
ნანახია: 813 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!