2010 წლის 1 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ორი ახალწვეული შეემატა
- 29 წლის ნახევარმცველი შოთა ბაბუნაშვილი, რომელსაც აქამდე თბილისის
”დინამოსა” და რუსთავის ”ოლიმპში” უასპარეზია და 25 წლის თავდამსხმელი
გოგი ფიფია, რომელიც იმერულ კლუბს ორწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.
ორიოდე სიტყვით გუნდის ახალწვეულების შესახებ:
შოთა ბაბუნაშვილი - ნახევარმცველი; დაბადებულია- 17.11.1980; სიმაღლე - 175 სმ, წონა - 71 კგ. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ტორპედო” (ქუთაისი) - 2000-2004, ”დინამო” (თბილისი) - 2005-2006, ”სიონი” (ბოლნისი) - 2006-2007, ”ბორჯომი” - 2007, ”ოლიმპი” (რუსთავი) - 2008-2009, ”სეკცია” (ნეს ციონა, ისრაელი) - 2010.
გოგი ფიფია - თავდამსხმელი; დაბადებულია- 04.02.1985;
სიმაღლე - 173 სმ, წონა - 69 კგ. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან”
კონტრაქტის ხელახლა გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში:
”კაიზერსლაუტერნი” (U-19, გერმანია) - 2002 - 2003. ”თბილისი” - 2003 - 2005. ”ზესტაფონი” - 2005-2008, ”ოლიმპი” (რუსთავი) - 2008-2009, ”სიონი” (ბოლნისი) - 2009, ”ბაია” (ზუგდიდი) - 2010.
როგორც ერთი, ასევე მეორე ფეხბურთელი იმერული კლუბის ღირსებას უახლოესი ორი წლის განმავლობაში დაიცავენ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
|