ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               კვირა, 22.12.2024, 07:52


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 7 » ახალი ქართველები "რუბინში", "კრილიასა" და "ვიტესში"
13:33
ახალი ქართველები "რუბინში", "კრილიასა" და "ვიტესში"



ვლადიმერ გუცაევმა სიმპათიურ სასტუმრო "სიმპათიაში" 19-წლამდელთა ნაკრები შეკრიბა და პორტუგალიაში გამგზავრებამდე გუნდს თბილისში ამზადებს. ეროვნული გუნდის თემამ ასაკობრივი ნაკრების ამბები გადაფარა, თუმცა ამ გუნდში ბევრი საინტერესო და პერსპექტიული ფეხბურთელი თამაშობს, შესაბამისად, ყურადღებასაც იმსახურებს. მაგალითად, ბაქარ მირცხულავა ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებულ ლისაბონის "ბენფიკას" დუბლების ვიცე-კაპიტანია; ტანმაღალი საბა კვირკველია სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს; ეროვნული ჩემპიონატის ლიდერ "ზესტაფონის" სასტარტოში ხშირად ხვდება მამუკა კობახიძე; იტალიური სერია B-ს "ემპოლიში" თამაშობს ირაკლი შეყილაძე; პორტუგალიური "ესპერანსას" ნახევარმცველი გიორგი დიასამიძე ჰოლანდიურ "ვიტესში" ისინჯება და ტრანსფერის საკმაოდ კარგი შანსიც აქვს, ნიკა ძალამიძე მოსკოვის ცსკა-ს დუბლებშია; გიორგი ჩელებაძე - ოდესის "ჩერნომორეცის" ძირითადში, გიორგი ჭანტურია "ბარსელონიდან" "ჩელსიმ" წაიყვანა და "ვიტესში" გაანათხოვრა, სადაც თამაშის უფლებას იანვარში მიიღებს...

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გუცაევს იმხელა არჩევანი აქვს, ნაკრებს მიღმა ბევრი ცნობილი და ნიჭიერი ფეხბურთელი დარჩა, მაგალითად - უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ "დიორი ეტოს" ძირითად შემადგენლობასთან გაშინაურებული თემურ შარაშენიძე, რომელიც სექტემბრის მატჩებისთვის ოთარ გაბელიამ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა. პორტუგალიაში ვერ ითამაშებენ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები - ბესიკ დეკანოიძე ("სპარტაკი" ცხინვალი), ლაშა კემუხტაშვილი, მერაბ გიგაური ("ტორპედო" ქუთაისი), ვაკო ყაზაიშვილი ("ოლიმპი"), რომელიც წელს ჩემპიონის რიგებში ხშირად ჩნდება, "სამტრედიის" შემტევი ნახევარმცველი დავით კირკიტაძე... ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდნენ ირაკლი შეყილაძე ("ემპოლი", იტალია) და გიორგი ილურიძე ("ანჟი", რუსეთი) - პირველს მუხლის ტრავმა აწუხებს, ილურიძეს კი მყესები აქვს დაზიანებული.

დღეს 19-წლამდელებზე რამდენიმე საინტერესო სიახლეს გამცნობთ...



დუშეთიდან რუსეთის ჩემპიონში

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ავთანდილ ბრაჭული ზაფხულში რუსეთის ჩემპიონ ყაზანის "რუბინში" ჩაირიცხა. 17 წლის ფეხბურთელი რეგიონალლიგის "დუშეთში" თამაშობდა, სეზონის დასრულების შემდეგ კი კონტრაქტი "გაგრასთან" გააფორმა და როგორც შემდგომ გაირკვა - ხანმოკლე პერიოდით. ნიჭიერი ქართველი მცველი რუსეთის პრემიერლიგის გამარჯვებულ "რუბინში" მიიწვიეს, გასინჯეს და განსაჯეს - ყაზანელებმა ქართველი დაიტოვეს.

"ჩემი აგენტია რევაზ ჩელებაძე, რომელმაც 1 აგვისტოს ყაზანში წამიყვანა. "რუბინში" ხუთი დღე ვივარჯიშე და ვლადიმერ გუცაევმა 19-წლამდელეთა ნაკრებში გამომიძახა - 8 და 10 აგვისტოს ბელარუსში საკონტროლო შეხვედრები უნდა ჩაგვეტარებინა. ამის შემდეგ ყაზანში უკვე კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავედი, რადგან სინჯებზე მწვრთნელებს მოვეწონე და "რუბინში" ჩავირიცხე", - ამბობს ბრაჭული.

უცხოური კლუბები საქართველოდან ფეხბურთელების აყვანისგან თავს უპირველესად მათი სუსტი ფიზიკური მომზადების გამო იკავებენ. როგორც გაირკვა, დუშეთელ ბიჭს ამის პრობლემა არ ჰქონია: "წასვლამდე ფიზიკურად კარგად მოვემზადე და ჩასვლისას მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავი. ვიცოდი, რუსეთში ფეხბურთელს რა კრიტერიუმითაც არჩევენ და რა მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდე. რაც შეეხება თავად კლუბს, "რუბინში" ყველა პირობაა, რომ გაიზარდო და დიდი ფეხბურთი ითამაშო. მართალია ყაზანელთა დუბლებში ვთამაშობ, მაგრამ ძირითად გუნდში ხშირად ვვარჯიშობ".



მამლუქი კრილია სოვეტოვში

ახალ კლუბში ითამაშებს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ლაშა ჩაფიძე. ლაშას საქართველოში არც იცნობენ, რადგან ის რუსეთში დაბადებულ-გაზრდილია. 17 წლის ფორვარდმა გვითხრა, რომ ვარჯიში მოსკოვის "ტორპედოს" საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, მერე კი "ხიმკის" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. თუმცა მალე კლუბს შეიცვლის - როგორც გვითხრეს, ჩაფიძით სამარის "კრილია სოვეტოვი" დაინტერესდა და მალე კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.


ლეგაშვილი სლავიაში არ დარჩა

ნაკრების მეკარე დავით ლეგაშვილი პირველ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ზაფხულში ის ჩეხეთის ერთ-ერთ პოპულარულ კლუბ პრაღის "სლავიაში" უნდა ჩარიცხულიყო, გაემგზავრა კიდეც ჩეხეთში, მაგრამ საბოლოოდ ისევ საქართველოში დაბრუნდა. იმედია, ნიჭიერ მეკარეს მალე რომელიმე ცნობილ კლუბში ვიხილავთ: 17-წლამდელთა ნაკრებში მის მიერ საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარებული შეხვედრები ამის თქმის საფუძველს გვაძლევს.


ოქრიაშვილიც ვიტესში?!



გუცაევმა საევროპოდ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი თორნიკე ოქრიაშვილიც გამოიძახა. დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველს უკრაინელებმა ამპლუა შეუცვალეს - ცენტრფორვარდად დააყენეს და ქართველმა მისთვის უჩვეულო პოზიციაზეც ივარგა - დონბასელთა დუბლშემადგელობაში ჩატარებულ 6 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. თვალშისაცემია 18 წლის ფეხბურთელის ფიზიკური პროგრესი - თორნიკე სიმაღლეშიც გაიზარდა და ბევრად უფრო ათლეტურიც გახდა, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატში თამაშის პერიოდში იყო.

...როცა ის "შახტარში" ჩაირიცხა, კლუბის პრეზიდენტმა რინატ ახმეტოვმა ჰკითხა - ძირითადში შენი იმედი როდის მქონდესო? - სამ თვეშიო, უპასუხა ქართველმა ნახევარმცველმა...

- თორნიკე, დაპირებული სამი თვე გავიდა და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის იმედი თუ გაგიჩნდათ?
- იმედი ნამდვილად მაქვს, რადგან "შახტართან" არენდის ვადა წლის ბოლოს მიმთავრდება - მე ხომ დღემდე "გაგრის" ფეხბურთელი ვარ... დონეცკელები ახალი ხელშეკრულების გაფორმებას მთავაზობენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მათ იმედებს ვამართლებ. ახალი კონტრაქტი სამი ან 5-წლიანი უნდა იყოს. ალბათ, გავაგრძელებ...

- არის შანსი, რომ "შახტარი" დატოვოთ?
- ალბათ, დარჩენის შანსი უფრო მეტია, ვიდრე წამოსვლის. 80 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ იანვრიდანაც "შახტარში" ვითამაშებ.

- ეს მარტო თქვენს სურვილზეა დამოკიდებუილი თუ "შახტარის" ხელმძღვანელობასაც ასე უნდა?
- შემოთავაზება სხვა გუნდებიდანაც მაქვს და ვფიქრობ, როგორ აჯობებს...

- რომელი კლუბებზეა ლაპარაკიიდან?
- კლუბებს ვერ დავასახელებ, ისე კი გეტყვით, რომ ლაპარაკია გერმანულ, იტალიურ და ჰოლანდიურ კლუბებზე. საკითხს მხოლოდ მე ვერ გადავწყვეტ, რადგან უკრაინელებთან მოლაპარაკებას "გაგრის" პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე აწარმოებს. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის, ექვს შეხვედრაში 3 გოლი გავიტანე, 4 მატჩი კი ახალგაზრდულში გამოძახების გამო გამოვტოვე.



- ცენტრფორვარდად რატომ გადაგიყვანეს?
- ეს ჩემთვისაც ძნელი ასახსნელია, მწვრთნელმა მითხრა, თავდასხმაში უნდა დაგაყენოო და... უარს ხომ არ ვეტყოდი?!

პ.ს. მართალია, თორნიკე დაინტერესებულ კლუბებს არ ამხელს, მაგრამ ერთი მათგანი ჩვენთვის ცნობილი გახდა - "ვიტესი", სადაც მისი მისი გადაყვანით მერაბ ჟორდანიაა დაინტერესებული. თუკი არნემული კლუბის მეპატრონე "გაგრასთან" საერთო ენას გამონახავს, ოქრიაშვილს ჰოლანდიურ კლუბში იანვრიდან ვიხილავთ.


მირცხულავა ბენფიკას სალიგო განაცხადშია?

ბაქარ მირცხულავა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეული კლუბის ლისაბონის "ბენფიკას" ვიცე-კაპიტანი გახდა და ახლა არჩევანის წინაშე დგას - პორტუგალიურ გრანდში დარჩეს თუ სხვაგან გადავიდეს? ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ბაქარ, ისეთ ასაკში ხარ, მალე ან მთავარ "ბენფიკაში" უნდა გადახვიდე, ან კლუბი შეიცვალო...
- ჯერ კიდევ დუბლების ასაკი მაქვს და სეზონის ბოლოს გაირკვევა, "ბენფიკას" მთავარ გუნდში დავრჩები თუ სხვაგან გადავალ. ეს იანვარში გადაწყდება, რადგან სხვა გუნდებში გადასვლის ვარიანტიც მაქვს.

- პორტუგალიაში?
- არა, სხვა ქვეყნებში.

- "ბენფიკას" ხელმძღვანელებს თქვენი დატოვების სურვილი აქვთ?
- ჩემი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. სამი წელია ლისაბონურ კლუბში ვირიცხები და თითქმის სულ ძირითადში მათამაშებენ. წელს ყველა შეხვედრა ჩავატარე და მწვრთნელებსა და პრეზიდენტს მოვწონვარ. ჯერ ჩემი თამაშით უკმაყოფილო არ დარჩენილან, სულ მაქებენ და წელს დუბლების ვიცე-კაპიტნადაც დამნიშნეს.

- ვიცე-კაპიტნად რადგან დაგნიშნეს, გამოდის, პორტუგალიური ისწავლე.
- დიახ, ავითვისე და თანაგუნდელებთან ურთიერთობას ჩვეულებრივად ვახერხებ. ენის უცოდინრად უცხოეთში თამაში რთულია.


- და მაინც, "ბენფიკა" დიდი გუნდია და შენი აზრით, იანვრიდან ძირითადში გადასვლის იმედი უნდა გქონდეს?
- იმედი მაქვს, მაგრამ ჯერ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. ასეთი დონისა და ტრადიციების მქონე კლუბში მოხვედრა ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა. სწორედ ამიტომაა "ბენფიკას" ძირითადში გადასვლა რთული, მით უფრო ჩემთვის - ჯერ ხომ 18 წლის ვარ. ამ ასაკის ფეხბურთელი "ბენფიკასთან" კონტრაქტს რომ აფორმებს, ერთი სეზონით პირველი ან მეორე ლიგის კლუბში ანათხოვრებენ, დიდებში სათამაშო პრაქტიკა რომ მიიღონ და გამოცდილებამიღებულნი დაუბრუნდნენ. ვინც თავს გამოიჩენს, უკან აბრუნებენ. ასე იყო, მაგალითად, ფაბიო კოენტრაოს შემთხვევაში. ის 22 წლისაა და უკვე პორტუგალიის ნაკრების წევრი გახლავთ. არადა, არც ისე დიდი ხნის წინ განათხოვრებული იყო... შარშან დუბლებში თამაშობდა როდერიკ მირანდა, რომელიც ძირითადში აიყვანეს, უეფაზე ერთი შეხვედრა ჩაატარა და წელს უკვე შემადგენლობაში ხვდება. თუმცა თამაში ბევრ ახალგაზრდას არ უწევს და მეც ამიტომ ვფიქრობ, სათადარიგოთა სკამზე ჯდომას, დაბალი ლიგის კლუბში ან შემოთავაზებულ კლუბებში გადასვლა ხომ არ ჯობია-მეთქი. თუმცა "ბენფიკასნაირი" გუნდიდან წამოსვლა იოლი ნამდვილად არ არის.


- ძირითადში ხშირად ვარჯიშობ?
- კვირაში ორ-სამჯერ მაინც, ზოგჯერ მთელი კვირაც. მთავარი მწვრთნელი წყვეტს, ვინ მიიწვიოს და ფეხბურთელს ყველა აკვირდება - მწვრთნელი, მისი შტაბი და კლუბის ხელმძღვანელობა. სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის თეორიული შანსი მეც მაქვს.

- როგორ?!
- როგორ და, გუნდმა ლიგის განაცხადში შემიყვანა. როგორც მითხრეს, უეფას მოთხოვნით, განაცხადში ერთი მცირე ასაკის ფეხბურთელი აუცილებლად უნდა იყოს.


- ასეთ შემთხვევაში ხომ უპირატესობას ადგილობრივ ახალგაზრდას მიანიჭებე?
- არ ვიცი, რატომღაც ასე გადაწყვიტეს... ჩემპიონთა ლიგაში თუნდაც ერთი წუთი რომ ვითამაშო, ბედნიერი ვიქნები. ჩემპიონთა ლიგა დაწყებულია, სეზონი გრძელდება და იმედია, ერთხელ მაინც მომეცემა შანსი.


- ტექნიკურობასთან ერთად, პორტუგალიურ სკოლას სიხისტეც ახასიათებს. მწვრთნელები თუ გასწავლიან ამას?
- მწვრთნელები მეუბნებიან, რომ პორტუგალიელი მცველი უნდა იყოს ხისტი, ორთაბრძოლებში თამამად შედიოდეს და თავით კარგად თამაშობდეს. თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და საუკეთესო სკოლა აქვთ. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ორი პორტუგალიელია დასახელებული - ფიგუ და კრისტიანო რონალდო, ეუსებიო კი ყველამ კარგად იცის, რა დონის მოთამაშეც იყო... ვარსკვლავებს ყოველთვის ზრდიდნენ და ზრდიან კიდეც. განსაკუთრებით, "სპორტინგისა" და "ბენფიკას" სკოლები გამოირჩევიან. ჩვენს შორის, ასაკობრივ ტურნირებში სულ ომია. თუმცა საკლუბო ტიტულებით "სპორტინგი" ვერ შეგვედრება - "ბენფიკა" უფრო ისტორიული და ძლიერი კლუბია. ამ გუნდში გატარებული თითოეული დღე ჩემთვის დიდი ბედნიერებაა და ამას ვაფასებ კიდეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

ნანახია: 878 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!