2010 წლის 25 ივნისს საფეხბურთო კლუბი "ოლიმპი" ურეკში
ჩავიდა, სადაც უეფას ჩემპიონთა ლიგის მოერე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის
მოსამზადებელ შეკრებას გაივლის. ურეკში თემურ მახარაძემ შემდეგი
შემადგენლობა წაიყვანა:
მეკარეები: გრიგოლ ბედიაშვილი, ზურაბ ბათიაშვილი.
მცველები: თემურ ღონღაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ალექსანდრე კვახაძე, ლაშა ჯაფარიძე, დავით გიგაური, რეზო ქემოკლიძე.
ნახ.მცველები: დენის დობროვოლსკი, გიორგი ჭედია, დავით ბოლქვაძე, ლუკა რაზმაძე, გიორგი ხიდეშელი, გრიგოლ დოლიძე, რევაზ გეწაძე. თავდამსხმელები: რეზო ჯიქია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექს-"დინამოელი" ფორვარდი ჯორჯ აკირემი, თბილისშია, ხვალ სამედიცინო
შემოწმებას გაივლის და ხვალვე ან ზეგ რუსთავის "ოლიმპს" ურეკში
შეკრებაზე შეუერთდება. თუ რამდენხნიან კონტრაქტს მოაწერს ხელს აკირემი, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.
|