საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" ჩემპიონატის დასრულების შემდეგ
გუშინ პირველად შეიკრიბა. გუნდი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და
ოთხშაბათიდან ორჯერად ვარჯიშებზე გადავა.
გუნდი, როგორც მის პრესატაშემ - გიგა გვენცაძემ გვითხრა, გერმანიაში
აღარ წავა შეკრებაზე, ვინაიდან მათ ადრეულად უწევთ ევროპის ლიგის
საკვალიფიკაციო გათამაშებაში ჩართვა და თბილისში, დიღმის საწვრთნელ
ბაზაზე მოემზადება.
"გერმანიაში აღარ მივდივართ. გუნდი აქ მოემზადება. ის გუნდები,
რომლებთანაც ჩვენ გვსურდა სპარინგ მატჩები, ვეღარ ახერხებენ ამ მატჩების
გამართვას, ამიტომ მიზანშეწონილად აღარ მიგვაჩნია ჩვენი გერმანიაში
წასვლა. რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, რამდენიმე ახალწვეული გავსინჯეთ
და უახლოეს დღეებში გადაწყდება მათი დატოვება-არდატოვების საკითხი".
"დინამო" ამ ეტაპზე 5 ფეხბურთელმა დატოვა. ესენი არიან: გურო კაშია,
შოთა კაშია, ჯორჯ აკირემი, თენგიზ ჩიკვილაძე, ალექსანდრ კრსტესკი.
|