ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
სტატიების კატალოგი |
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 20 ნაჩვენებია მასალა: 11-20 |
გვერდები: « 1 2 |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ნახვებით
წარმოგიდგენთ ფეხბურთის ისტორიაში გოლის გატანის ყველაზე ორიგინალურ აღნიშვნას. |
გავრცელდა
ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ვილიარეალის" ნახევარმცველი მარკოს სენა
მალე "ბარსელონაში" აღმოჩნდება. შესაძლო ტრანსფერს შანსებს იაია ტურეს
"მანჩესტერ სიტიში" გადასვლაც ზრდის. "ბარსელონა" რასაც ჩემზე ფიქრობს,
ჩემთვის უდიდესი პატივია. მხოლოდ ის ღირს ოცნებად, რომ "ბარსა" ჩემით
დაინტერესდა", განაცხადა 34 წლის სენამ. ფეხბურთელის აგენტმა - ელი
კოიმბრამ El Mundo Deportivo-სთან საუბარში თქვა: "სენასთვის ესპანურ
გრანდში გადასვლა სპორტული კარიერის გვირგვინი იქნება. მე დარწმინებული ვარ
იმაში, რომ "ვილიარეალის" ხელმძღვანელობა არავითარ დაბრკოლებას არ
გამოიგონებს იმისთვის, რომ ფეხბურთელმა "ბარსელონაში" გადასვლა ვერ
მოახერხოს. ამ 8 წლის მანძილზე, გუნდისთვის სენა არასდროს არ ყოფილა
პრობლემა. პირიქით, ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი პროფესიონალიზმით.
"ვილიარეალის" უფროსობას კი ალბათ ხვდება, რომ ფეხბურთელისთვის ეს არის
უნიკალური შანსი".
ბექა დოგრაშვილი
|
არგენტინის
ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება,
რომლის თანახმადაც, დიეგო მარადონას, როგორც ნაკრების მთავარ მწვრთნელს
კონტრაქტი არ გაუხანგრძლივდება. ამის შესახებ განცხადება, აფფ-ის
წარმომადგენელმა ერნესტო ბიალამ დღეს არგენტინული ფეხბურთის ბოსების
შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კვირას მარადონამ განაცხადა, რომ სურს დარჩეს
ნაკრებში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანაშემწეების არჩევის უფლება
თვითონ ექნება, თუმცა როგორც ჩანს, არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია ამ
ვარიანტს არ განიხილავს. მომდევნო წელს გაიმართება კონტინენტური ჩემპიონატი
- კოპა ამერიკა 2011, ასე რომ აფფ-ს არც თუ ისე დიდი დრო აქვს დარჩენილი.
არგენტინელებმა უკვე დაიწყეს მარადონას შემცვლელის ძებნა. გაიჟღერა
რამოდენიმე სახელმაც: "ინდეპენდიენტეს" ყოფილი მწვრთნელი - ამერიგო გალეგო,
"ესტუდიანტესის" მწვრთნელი - ალექს საბელა, არგენტინის ნაკრების ყოფილი
მწვრთნელი - მარსელო ბიელსა, წარსულში "რივერ პლეიტისა" და მილანის
"ინტერის" თავდამსხმელი - რამონ დიასი. ერნესტო ბიალამ განაცხადა, რომ
დღევანდელ შეხვედრაზე მარადონას შემცვლელზე ისაუბრეს, თუმცა გადაწყვეტილება
იმის შესახებ, თუ ვინ იქნება ახალი მწვრთნელი ან როდის დაიწყებს მუშაობას
არ მიღებულა.
ბექა დოგრაშვილი |
მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯები გოლებს არ თვლიან, ფიფა კი დუმს |
|
|
რეკლამა |
|
|
|