ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა.ყველაზე მეტად კი ნუგეშს ფრენკ ლამპარდი იმსახურებს. "გოლი, რომელიც არასდროს ყოფილა", - ასე ჩაიწერება ლამპარდის არჩათვლილი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში.
მატჩის ასისტენტი ურუგვაელი - მაურისიო ესპინოზა აღიარებს, რომ შეცდა.ეს შეხვედრა მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, ვინაიდან იგი ფიფადან მოკვეთეს.
მაურისიო ესპინოზამ "El Pais"-სთან საუბარში თქვა: "ფრენკ ლამპარდმა ძალიან ძლიერად დაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ მე სწორ ადგილზე ვიდექი, სათანადოდ მაინც ვერ დავინახე, თუ სად დავარდა ბურთი. მომენტის გამეორება არც შესვენებაზე გვინახავს, არადა მსოფლიომ უკვე იცოდა, რომ ეს გოლი იყო."
მხოლოდ მაშინღა მივხვდით რა მოხდა, როდესაც ტელევიზიის მეშვეობით მატჩის ვიდეოჩანაწერი ვნახეთ. ეს შეიძლება ნებისმიერს დამართნოდა. სამწუხაროდ, ჩვენ მოგვივიდა. ხალხმა უნდა მიიღოს ის, რაც მოხდა. ცხოვრება გრძელდება".
ამრიგად, ასისტენტმა ვერ დაინახა ის, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა მხოლოდ იმიტომ, რომ "ლამპარდა ძალიან ძლიერად დაარტყა".