ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
სტატიების კატალოგი |
არგენტინაში მარადონას შემცვლელს ეძებენ
არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დიეგო მარადონას, როგორც ნაკრების მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივდება. ამის შესახებ განცხადება, აფფ-ის წარმომადგენელმა ერნესტო ბიალამ დღეს არგენტინული ფეხბურთის ბოსების შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კვირას მარადონამ განაცხადა, რომ სურს დარჩეს ნაკრებში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანაშემწეების არჩევის უფლება თვითონ ექნება, თუმცა როგორც ჩანს, არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია ამ ვარიანტს არ განიხილავს. მომდევნო წელს გაიმართება კონტინენტური ჩემპიონატი - კოპა ამერიკა 2011, ასე რომ აფფ-ს არც თუ ისე დიდი დრო აქვს დარჩენილი. არგენტინელებმა უკვე დაიწყეს მარადონას შემცვლელის ძებნა. გაიჟღერა რამოდენიმე სახელმაც: "ინდეპენდიენტეს" ყოფილი მწვრთნელი - ამერიგო გალეგო, "ესტუდიანტესის" მწვრთნელი - ალექს საბელა, არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი - მარსელო ბიელსა, წარსულში "რივერ პლეიტისა" და მილანის "ინტერის" თავდამსხმელი - რამონ დიასი. ერნესტო ბიალამ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მარადონას შემცვლელზე ისაუბრეს, თუმცა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ იქნება ახალი მწვრთნელი ან როდის დაიწყებს მუშაობას არ მიღებულა.
ბექა დოგრაშვილი
|
კატეგორია: ადმინის გამონაკლისი სტატიები | დაამატა: Administrator (28.07.2010)
|
ნანახია: 809
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|