ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
სტატიების კატალოგი |
ადრიანო "რომას" მიმართ
28 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ადრიანო მხოლოდ ერთი თვეა, რაც "ფლამენგოდან" "რომაში" გადაბარგდა და "ჯალოროსოს" მიმართ უკვე სანთელივით დნება. მან ზედმეტად ოპტიმისტური სიტყვები არც გუშინ დაიშურა: "მე უკვე მშვიდად ვარ და ახლა მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩავდგე ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში. ფრანჩესკო ტოტის კარგად ვუგებ მოედანზე და ერთად თამაში უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობას: წინ იტალიის მთელი ჩემპიონატია. "ჯალოროსოს" თავდამსხმელების საქმეში შედის არა მარტო შეტევა, არამედ შეძლებისდაგვარად მცველების დახმარებაც. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს წინ ითამაშებს გამოკვეთილი ფორვარდი - მირკო ვუჩინიჩი. "რომამ" ჩემს გულში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მე მოვხვდი ფანტასტიკურ გუნდში, რომელიც ლამაზ, ტექნიკურ ფეხბურთს აჩვენებს. კლუბს ყველაფერი აქვს წარმატების მისაღწევად. ამ ყველაფრის გამო, გუნდს, თუნდაც ჩემს გარეშე, ყოველთვის წარმატებებს ვუსურვებ". ადრიანოს სიტყვები გუნდში ახალმოსული ფეხბურთელისთვის ჩვეულებრივია, თუმცა საინტერესოა როგორ "მორჯულდა" ბრაზილიელი სამშობლოში 1-წლიანი ყოფნით და როგორ განვითარდება გუნდისა და მისი შემდგომი ურთიერთობა.
ბექა დოგრაშვილი 24 ივლისი. 2010 წელი.
|
კატეგორია: ადმინის გამონაკლისი სტატიები | დაამატა: Administrator (24.07.2010)
|
ნანახია: 998
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|