ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
სტატიების კატალოგი |
მაურინიოს "რეალში" შამანები მოჰყავს
მადრიდის "რეალის"
ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო, რომელიც განეკუთვნება
ექსცენტრიული ადამიანების კატეგორიას, კენიაში ოჯახთან ერთად
დასასვენებლად ყოფნის დროს, შეხვდა ადგილობრივ შამანებს და
"რეალში" მუშაობა სთხოვა. "მაურინიოს არ სურდა, რომ ეს ამბავი
პრესისთვის ცნობილი გამხდარიყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევხვდებოდით
საიდუმლო ადგილას. ის იჯდა ტურისტული მიკროავტობუსის საჭესთან.
გვერდით მეუღლე ჰყავდა. მაურინიომ სრული გულწრფელობითა და
ბუნებრიობით გვთხოვა შამანებს "რეალში" მუშაობა. მან ასევე თქვა, რომ
შამანი, რომელიც "რეალისთვის იმუშავებს ("იშამანებს") აუცილებელია
გუნდს სცემდეს პატივს", - განუცხადა მზეე მახტუბამ Yahoo Sports-ს. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჟოზე
მაურინიო დასვენებიდან 12 ივლისს დაბრუნდა, ხოლო 16 ივლისს
"რეალთან" ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.
ბექა დოგრაშვილი 18 ივლისი. 2010 წელი.
|
კატეგორია: ადმინის გამონაკლისი სტატიები | დაამატა: Administrator (18.07.2010)
|
ნანახია: 1038
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|