ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
სტატიების კატალოგი |
ჯერარდი "ლივერპულში" რჩება
სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ სტივენ ჯერარდი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "ლივერპულს" დატოვებდა. სახელდებოდა სავარაუდო კლუბებიც: მადრიდის "რეალი" და მილანის "ინტერი". თუმცა "ლივერპულის" ახალ მწვრთნელთან შეხვედრის შემდეგ, სტივენ ჯერარდმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. "მე მსურდა ჰოჯსონთან პირადად შეხვედრა, სადაც ჩემს მომავალზე ვისაუბრებდით. ჩვენმა შეხვედრამ საკმაოდ გულთბილად ჩაიარა. მე მოხიბლული ვარ ჰოჯსონის სამომავლო გეგმებით. სულ ახლახან დავბუნდი Melwood-დან ("ლივერპული" ბაზა) მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ზოგიერთ ფეხბურთელთან ერთად და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონი", - განაცხადა ფეხბურთელმა. ჯერარდი ასევე მიესალმება ჯო კოულის "ლივერპულში" გადმობარგებას: "მე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯო კოულთან ერთად ვითამაშე და ვიცი თუ რაოდენ დიდი ძალას წარმოადგენს ის. ჯო დიდი ხანია, რაც პრემიერლიგაში თამაშობს, გამოცდილი და საოცრად ტექნიკური ფეხბურთელია. გახარებული ვარ იმით, რომ მომდევნო სეზონში კოული "წითლებში" ითამაშებს. მე მას ვუთხარი, თუ რაოდენ დიდ გუნდში მოვიდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფანები მალე შეიყვარებენ მას". აქვე შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდი 8 წლის ასაკიდან "ლივერპულშია".
ბექა დოგრაშვილი 20 ივლისი. 2010 წელი.
|
კატეგორია: ადმინის გამონაკლისი სტატიები | დაამატა: Administrator (20.07.2010)
|
ნანახია: 851
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|