სფფ–ს პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ დღეს, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.
მიხეილ
მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შეკრებილ ჟურნალისტებს
სიჭინავამ, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტის – გია
ფირცხალავას წერილი გააცნო (იხილეთ მიბმულ ფაილი).
როგორც წერილშია აღნიშნული, პფლ უკანასკნელი პერიოდის მანძილზე მძიმე ფინანსურ პრობლემებს განიცდის, რის გამოც
ფაქტობრივად ჩაშლის წინაშეა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი
ლიგის, პირველი ლიგის და პფლ–ის მიერ ორგანიზებული ყველა ასაკობრივი
შეჯიბრება.
აღნიშნულ
თემასთან დაკავშირებით, ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ სფფ არ დაუშვებს
საქართველოს ეროვნული ჩემპინატის ჩაშლას და აღნიშნული ტურნირის ორგანიზებას
სფფ უზრუნველყოფს.
ორშაბათიდან
სფფ–ში ამოქმედდება საშეჯიბრო განყოფილება, რომელიც უზრუნველყობს
2010–2011 წლის სეზონის საფეხბურთო სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარებასა და
ჩამთავრებას.
სფფ–ს პრეზიდენტი აღნიშნულ ცვლილებებსა და ურთიერთ თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგაში მოასპარეზე კლუბების ხელმძღვანელებს ორშაბათს, 15 საათზე სპეციალურ შეხვედრაზე გააცნობს.
pfl-ის წერილი
სფფ–ს პრესსამსახური
|