ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 24.04.2024, 00:28


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 18

საქართველოს ეროვნული ნაკრები დაახლოებით, ერთი საათის წინ, სლოვენიიდან სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტში ფეხბურთელებს ქომაგები და ჟურნალისტები დახვდნენ, სადაც პირველი შეფასებები გაკეთდა:

 

 გიორგი ლორია: "საკმაოდ რთული თამაში იყო. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერეს გუნდს ვეთამაშებოდით. რაც შეეხება 11-მეტრიანს, გამიმართლა და მეტი არაფერი, გამოვიცანი მიმართულება და მოვიგერიე ბურთი. გაშვებული გოლი კი აუღებელი არ იყო, მაგრამ ასე გამოვიდა. გუნდმა მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა და მოვიგეთ. არ მინერვიულია, მინდა გითხრათ, მოედანზე მონდომებით გავედი და ღმერთმაც გადმომხედა ... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 768 | დაამატა: Administrator | თარიღი: 18.11.2010 | კომენტარები (0)



ახლახან კახა კაჭარავამ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, თუმცა კლუბში დარჩა და სპორტული კოორდინატორის ფუნქციას შეასრულებს. კაჭარავა მხოლოდ ამ საქმით არ იქნება დაკავებული იგი ნაკრები გუნდების გაერთიანებულ შტაბშიცაა და კიდევ ერთი ახალი საქმე ექნება.

ეს ზოგადად, ახლა კი ყოველივეზე დეტალურად გეტყვით. ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ასაკობრივ ნაკრებებში მოსახვედრად მასშტაბური სელექცია ჩატარდება. ცხადია, ასაკობრივ ნაკრებებში სელექცია აქამდეც მიმდინარეობდა, მაგრამ მას ამჯერად ცენტრალიზებული სახე ექნება. სელექციის პროცესს ეროვნული გუნდის მწვრთნელებიც დააკვირდებიან. ამ პროცესში კი ახალი სახე სწორედ კახა კაჭარავაა. ამ საქმეში კაჭარავას ჩართვა ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

ამ სამი-ოთხი დღის წინ, კახა კაჭარავას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და ეროვნ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 757 | დაამატა: Administrator | თარიღი: 18.11.2010 | კომენტარები (0)



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, 20 ნოემბრიდან სტარტს იღებს საქართელოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების კანდიდატ ფეხბურთელთა ფართო მასშტაბიანი სასელექციო პროცესი.  

სასელექციო პროცესს  კახი კაჭარავა და თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს, პროცესი უშუალოდ გაკონტროლდება ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა საბჭოს მიერ, ნაკრების კადიდატთა გამოვლენის პროცესში ჩართულნი იქნებიან საქართველოში მოქმედი ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდის (U21, U19, U18, U17, U16, U15, U13) ... კითხვის გაგრძელება »

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 731 | დაამატა: Administrator | თარიღი: 18.11.2010 | კომენტარები (0)

გთავაზობთ სლოვენია-საქართველოს (1-2) მატჩის ამსახველ ფოტომასალას.

შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 882 | დაამატა: Administrator | თარიღი: 18.11.2010 | კომენტარები (0)




მისია შესრულებულია - 2010 წელი საქართველოს ნაკრებმა დაუმარცხებლად დაასრულა, თუმცა რომელ წაგებაზეა ლაპარაკი, თემურ ქეცბაიას გუნდმა, რომელიც ექსპერიმენტული შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული, წაგებული თამაში შემოატრიალა და მოიგო! 18 წლის ჯანო ანანიძემ ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა, გოლი, რომელმაც ქეცბაიას მესამე გამარჯვება მოუტანა საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე.

ის კი არა, კარგა ხანს ვიხსენეთ, როდის შეძლო ბოლოს საქართველოს ნაკრებმა წაგებული თამაშის მოგება და ძლივს გავიხსენეთ - ექტორ კუპერის გუნდმა ამხანაგურ მატჩში უელსს მას შემდეგ სძლია, რაც ჩვენმა გოლკიპერმა დასანანი შეცდომა დაუშვა და მეტოქე დაწინაურდა. იგივე გოლკიპერი წუხელ საქართველოს ნაკრებში ერთერთი საუკეთესო იყო, სწორედ გიორგი ლო ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 1309 | დაამატა: Administrator | თარიღი: 18.11.2010 | კომენტარები (0)



ფიფამ ახალი, ნოემბრის თვის რეიტინგი გამოაქვეყნა. თუ წინა რეიტინგში საგრძნობი პროგრესი (14-საფეხურიანი ნახტომი) გვქონდა, ამჯერად დაქვეითებას ვერ ავცდით, სამი ნაბიჯით მოგვიწია პოზიციის დათმობა. შესაბამისად, საქართველო ამჯერად 178-ე ადგილზეა. აქვე იმასაც განვმარტავთ, რომ ამ რეიტინგში გათვალისწინებული ჯერ კიდევ არ არის 17 ნოემბერს გამართული მატჩის შედეგი და ის დეკემბრის რეიტინგში აისახება.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის ხუთი მეტოქედან ოთხმა თითო საფეხურით შეიცვალა პოზიცია - საბერძნეთი და ისრაელი დაწინაურდა, ლატვია და მალტა კი დაქვეითდა. ხორვატია კი ისევ მეცხრეზეა.

ფიფას რეიტინგი მსოფლიოს მასშტაბითაა, მაგრამ, საინტერესოა რა პოზიციაზე ვართ ევროპაში. "ბებერი კონტინენტის" 53 ქვეყანას შორის ჩვენი ქვეყანა მე-40 ადგილზეა.

ვნახოთ, როგორი პოზიცია აქვს საქართველოს პოსტსაბჭ ... კითხვის გაგრძელება »
შესახებ:
კატეგორია: | ნანახია: 763 | დაამატა: Administrator | თარიღი: 18.11.2010 | კომენტარები (0)

რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!