ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 16
ჩვენი ნაკრები თბილისიდან ჩარტერული ავიარეისით სლოვენიას გაემგზავრა.
მანამდე ეროვნული გუნდი რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში ემზადებოდა.
შეგახსენებთ, რომ ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ეროვნულში 30
ფეხბურთელი გამოიძახა. სამი ათეულიდან კი 21 ფეხბურთელი შეარჩია
სლოვენიისთვის. დავინტერესდით, თუ რა განწყობით გაფრინდნენ ჩვენი
ფეხბურთელები ბალკანეთზე და რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.
"ვიტ ჯორჯი
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
სლოვენიისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირდაპირი
ტრანსლაცია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით
გადაიცემა. ამის შესახებ პირველი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალური
საიტი იუწყება.
მატჩი 17 ნოემბერს სლოვენიის ქალაქ კოპერში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
შესახებ: |
სლოვენიისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩი 17 ნოემბერს სლოვენიის ქალაქ კოპერში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ქართველი ფეხბურთელები სოლვენიაში დღეს გაემგზავრნენ. გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ 1 არხის ვიდეომასალას.
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
"აი, ჯაბა კანკავა და ლევან ყენია გამოჯანმრთელდებიან და ნაკრების
ნახევარდაცვა უკეთ ათამაშდება" - აღნიშნა ეროვნული გუნდის მწვრთნელმა
თემურ ქეცბაიამ შესარჩევი ციკლის ერთერთი მატჩის შემდეგ გამართულ
პრესკონფერენციაზე და... ეს დღეც დადგა: დიდი პაუზის შემდეგ ჯაბა კანკავა
გამოჯანმრთელდა, "დნიპროს" დუბლებში თამაშიც მოასწრო, გოლიც გაიტანა და
მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინულ ვიშა
ლიგაში თამაშმა არ მოუწია.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც კანკავა
ეროვნულ გუნდში ვარჯიშობს და სლოვენიასთან მატჩისთვის ემზადება. იგი
ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში პირველადაა. დიდი პაუზის შემდეგ ეროვნულში
დაბრუნებულ ჯაბას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- ჯაბა, საქართველოს ნაკრებში დიდი ხანია აღარ გითამაში
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
არ არის გამორიცხული, რომ 2010/11 წლების სეზონში "ვოლგას" პირველი
ახალწვეული ქართველი ნახევარმცველი გოგიტა გოგუა გახდეს. 27 წლის
ფეხბურთელი ამჟამად ნალჩიკის "სპარტაკში" ირიცხება.
გოგუა წარსულში
"ხიმკის", "სატურნის" და "ტერეკის" ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონში
ქართველმა ჰავბეკმა თავისი გუნდის 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი
გოლი გაიტანა, ამათგან ერთი მოსკოვის "ცსკას" კარში.
ნიჟნი
ნოვგოროდის კლუბის ოფიციალური პირები ამ ინფორმაციის არც უარყოფას
ჩქარობენ და არც დადასტურებას, რადგან პრემიერლიგაში სეზონი ჯერ კიდევ არ
დასრულებულა.
შეგახსენებთ, რომ "ვოლგაში", რომელსაც ომარ თეთრაძე
წვრთნის და წელს რუსეთის პრემიერლიგაში აღზევდა, უკვე ოთხი ქართველი
ფეხბურთელი: ოთა
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ლატვიაში სეზონი დასრულდა და უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე "წიწილები
დაითვალეს" - ჩემპიონატის შემაჯამებელ სტატიაში, პირველობის სიურპრიზად
ქართველების გუნდად მონათლული "დაუგავა" დაასახელეს. დაუგავსპილსელთა
მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, გუნდში კი გიორგი ჩიხრაძე, ჯემალ
ჯალიაშვილი, მამუკა ღონღაძე, დათო ფაილოძე და გიორგი წაქაძე თამაშობენ.
"თამაზ
პერტიასა გუნდმა მშვენიერი სეზონი ჩაატარა. თუმცა, ჩემპიონატის დასაწყისში
ყველა ფიქრობდა, რომ "დაუგავა" მორიგი უფერულ სეზონს იწყებდა და სატურნირო
ცხრილის შუაგულში თუ მოხვდებოდა. თუმცა, სტარტის ჩაგდების შემდეგ, გუნდმა
შესანიშნავი შეხვედრების მთელი სერიალი აჩვენა, ზედიზედ ოთხი თვე არ
წაუგია და კინაღამ სამეულში მოხვდა. ტურნირის მსველელო
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ქართველი ლეგიონერების საუიქენდო მონაგარის შესახებ სანახევროდ გუშინ
გიამბეთ, ახლა კი მეორე ნახევრის თამაში მიმოვიხილოთ. აზერბაიჯანის
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მოიკ-ის ქართველ მეკარე
ამირან გვენცაძეს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. გვენცაძემ, რომელიც
თავისი გუნდის ერთადერთი ლეგიონერია, ასეთი მკაცრი სასჯელი იმიტომ მიიღო,
რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩისას აზალ-ის ნიგერიელი
თავდამსხმელის, ვიქტორ იბეკოიას სიმულაცია ვერ მოითმინა და მას ხელი
დაარტყა, რისთვისაც გაძევება, მოგვიანებით კი ზემოთ ნახსენები სანქცია
დაიმსახურა. ამას გარდა, გვენცაძის საქციელისთვის მისი კლუბი 4 ათასი
მანათით დააჯარიმეს. გვენცაძე მე-60 წუთზე გააძე
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|