ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               კვირა, 22.12.2024, 09:11


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 3 » ჟორდანია და კრუიფი თათბირობენ
12:14
ჟორდანია და კრუიფი თათბირობენ


ჰოლანდიაში გადაბარგების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი პრეზიდენტი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ბევრჯერ მოხვდა. ახლაც ასეა - არნემის "ვიტესის" მეპატრონის შეთავაზებაზე ჰოლანდიური ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ იოჰან კრუიფმა "გარდიანში" საკუთარ ყოველკვირეულ სვეტში ისაუბრა.

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით ჟორდანია კრუიფს 26 ოქტომბერს შეხვდა. ჟორდანიას ძალიან ხიბლავს "ბარსელონას" ორგანიზაცია და საფეხბურთო მანერა. ბუნებრივია, მას კარგად ესმის, რომ ამ დონეს ერთ დღეში ვერ მიაღწევ და ამიტომაც გადაწყვიტა კრუიფთან შეხვედრა და მისგან რჩევების მიღება.

ჰოლანდიური ფეხბურთის ვარსკვლავთან თანამშრომლობა მერაბ ჟორდანიას გეგმებში შედის, რადგან "ვიტესის" მომგებიან კლუბად გადაქცევა სურს.

კრუიფმა არ დამალა, რომ ჟორდანიამ "ვიტესისა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კონსულტანტობა შესთავაზა და იქვე დასძინა: "ამის თაობაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ გრძელდება".

ჟორდანიას კრუიფისთვის არც ის დაუმალავს, რომ "ვიტესში" სხვადასხხვა პოსტებზე ძველი ვარსკვლავების მიწვევას აპირებს. თუმცა ჰოლანდიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი "ვიტესის" მთავარ მწვრთნელად ბარსელონელი ალბერტ ფერერისა და მის ასისტენტად ნარინჯისფერთა ყოფილის მეკარის სტენლი მენცოს დანიშვნაში მონაწილეობას უარყოფს. ეს ეჭვი იმიტომ გაჩნდა, რომ კრუიფი ორივეს მწვრთნელი იყო და ფერერსა და მენცოზე კარგი წარმოდგენა აქვს.

"ამჟამად, "ვიტესთან" მხოლოდ კონსულტანტის როლში შეიძლება ვითანამშრომლო, ისევე, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. თავის დროზე ასეთი ურთიერთობა მქონდა მექსიკის ფედერაციასთან, ამჟამად კი პოლონეთის საფეხბურთო კავშირთან. თუკი ეს თანამშრომლობა სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანს, ჟორდანიას დახმარებას არ გამოვრიცხავ", - განაცხადა კრუიფმა.

კრუიფი ჟორდანიას მიმართ კეთილგანწყობას არ მალავს: "შეხვედრამ დამანახვა, რომ ის პროგრესულად აზროვნებს, თანაც, კლუბში დადებითი მუხტი შეიტანა".

ჟორდანიამ კრუიფთან შეხვედრაზე კომენტარი არ გააკეთა. მის ნაცვლად "ვიტესის" ტექნიკურმა დირექტორმა ტედ ვან ლიუვენმა ისაუბრა: "რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა კლუბში მრჩევლად შეიძლება თვით იოჰან კრუიფი მოვიდეს. თუმცა რჩევებს სხვა ცნობილ ადამიანებსაც ვეკითხებით, მაგალითად, გუუს ჰიდინკს".

არნემულ კლუბში მისვლიდან ერთ თვეში ჟორდანიამ განაცხადა, რომ ჰოლანდიის ჩემპიონობას "ვიტესი" 2013 წლისთვის დაუმიზნებს, სამისოდ კი თავის კავშირებს გამოიყენებდა. მის წრეს განეკუთვნებიან მდიდარი ადამიანები, მაგალითად, "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩი და ბიზნესმენი ალექსანდრ ჩიგირინსკი.

"როგორც ჩანს, ახლა ამ წრეში იოჰან კრუიფიც შეიძლება მოხვდეს", - იუწყება "როიტერი".

"თუკი კლუბი იზრდება, მოკავშირეთა წრეც ფართოვდება. მიმდინარე პროცესები კი კარგად ასახავს, რა გზით მიდის"ვიტესი". ჩვენთვის დიდი პატივია, კრუიფი ჩვენს კლუბთან თანამშრომლობას რომ არ გამორიცხავს. უაზრობა იქნება ამ ურთიერთობის დაკნინება, მაგრამ გაზვიადებაც არ გვსურს", - ამბობს ვან ლიუვენი.

გაზეთი "ელსევიერი" ამტკიცებს, რომ ქართველმა დიდ ჰოლანდიელს არნემული კლუბის მუდმივი მრჩეველობა შესთავაზეს, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, მაგრამ მას კლუბის ერთგვარი ფარისა და სახის როლი დაეკისრება.

შესაძლოა, ეს იდეა იდეის დონეზე დარჩეს, მაგრამ კრუიფი გარკვევით ამბობს, ჟორდანიასთვის უარი არ უთქვამს და მის წინადადებაზე ფიქრობს.

ჩვენ კი ამ ყველაფერს სხვა კუთხით შევხედოთ - კრუიფს ფეხბურთის ფედერაციის მრჩეველობას რომ სთავაზობდა, ცხადია, ეს ჟორდანიას ახირება, ან ბავშვური სურვილი არ იყო. თუმცა, უცნობია, "ვიტესის" მეპატრონეს ასეთი უფლებამოსილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიანიჭა თუ ჩვენი ფედერაციისთვის ასეთი სიურპრიზის გაკეთება თავად გადაწყვიტა? ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის საქართველოსთან დაკავშირება მშვენიერი პიარ-ჩანაფიქრია და საქმესაც წაადგება - ლეგენდები ხომ ყველა ქვეყნებს ფარად წარმოუდგენიათ, თანამედროვე ფეხბურთში კი ასეთი "ფარების" გარეშე შორს ვერავინ გაფრინდება...



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
ნანახია: 810 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!