ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 20.04.2024, 02:17


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 10 » ვითომსკანდალი ქართულ ფეხბურთში
17:47
ვითომსკანდალი ქართულ ფეხბურთში
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/clipboard02_medium.jpg

ქართულ ფეხბურთში სპონსორების მოზიდვა ჭირს, ბოლო დროს საერთოდ აღარ შემორჩნენ და ჩვენი ფეხბურთის მესვეურები ვითარების შემობრუნებას ცდილობენ. ამ დროს რა ხდება, აგორდება ტალღა, ისედაც სახელგატეხილ ფეხბურთს მორიგ ტალახს ესვრან და ბიზნესმენები მისგან კიდევ უფრო განზიდავენ - ყველაფერი მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური სქემით კეთდება, ყოველ შემთხვევაში, ასეთ შთაბეჭდილება ბევრს რჩება.

არავის დაცვა-ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ ბოლო დღეებში თბილისის "დინამოსა" და ზუგდიდის "ბაიას" გარშემო ატეხილი ვითომსკანდალის გამო, სწორედ ასეთი ხმები ისმის. ვერ ვიტყვით, რამდენად დასაჯერებელია ეს ყველაფერი, შესაძლოა, შეთქმულების თეორიას მიამსგავსოთ, მაგრამ გაუგებარია ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა. საფეხბურთო სამყაროში მსგავსი ფაქტები ხომ არ იმალება. "მორიგი სკანდალი ქართულ ფეხბურთში" კი მედიიდან შეიტყო.

მატჩამდე და მის შემდეგაც დაინტერესდნენ, აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთ ტოტალიზატორში ფსონების უცნაური ცვალებადობა რამ გამოიწვია. როგორც ცნობილია, შეხვედრა ზუგდიდში უნდა გამართულიყო, მაგრამ თბილისში შედგა. საქმე ისაა, რომ პირველ წრეში გუნდებმა ნაკრების ინტერესები გაითვალისწინეს - ეროვნულ სტადიონს მალტასთან მატჩისთვის ამზადებდნენ და "დინამო" მატჩის ზუგდიდში გადატანას დათანხმდა.

ეს უცნობი იყო ერთ-ერთი ტოტალიზატორისთვის, რომელმაც თბილისის "დინამოს" ზუგდიდის "ბაიასთან" სტუმრის ფსონი დაუწერა, ანუ ოდნავ მაღალი. ამის გამო შეშფოთება "დინამოს" მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ გამოხატა და ფეხბურთის ფედერაცია გააფრთხილა.

საინტერესო მოვლენები მერე დატრიალდა: ვარაუდები თავისებურად გამოიყენეს და ფაქტად გააჟღერეს.

პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტ გია ფირცხალავასთან ინტერვიუ უკვე დაგეგმილი გვქონდა და მის კაბინეტში გახლდით, როდესაც ერთ-ერთ ასეთ სიუჟეტი გადიოდა. ლიგის პრეზიდენტისთვის ეს ამბავი სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. არაორდინალურმა მოვლენამ ინტერვიუს მიმართულება შეგვაცვლევინა.

- ბატონო გია, "დინამო"-"ბაიას" გარშემო აგორებულ ხმებს რა კომენტარს გაუკეთებთ?
- გაკვირვებული დავრჩი. არა მგონია, შეხვედრის ფრედ დასრულება საეჭვო იყოს. მე არავის ხელს არ ვაფარებ, გასულ სეზონში რამდენიმე გუნდი სწორედ საეჭვო გარემოებებსი გამო დავსაჯეთ. მაგრამ ამ შემთხვევაში, ტოტალიზატორსა და ამ შეხვედრას შორის კავშირს ვერ ვხედავ.

კაჭარავას გადადგომაც არაა სკანდალური თემა. კაცმა საკუთარ თავს ორი საშინაო ვერმოგება ვერ აპატია – ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ფედერაციის პრეზიდენტიც გამოვიდა და თქვა, რომ შესაძლოა, კაჭარავა რომელიმე ნაკრებში დაასაქმოს. ვინც მატჩი ნახა, დამერწმუნება, რომ დიდი მონდომების მიუხედავად, "დინამომ" ზუგდიდელებს ვერაფერი მოუხერხა.

- სპონსორების თემას შევეხოთ: გსაყვედურობენ, რომ თქვენი მოსვლის შემდეგ, პროფლიგამ სპონსორი ვერ მოიზიდა. რეალურად, ბიზნესს არ გააჩნია ფეხბურთში დასახარჯი ზედმეტი ფული თუ ფეხბურთის მიმართ გულგრილობა ტენდენცია გახდა?
- სპონსორი რომ მოიზიდო, საფეხბურთო გარემოა საჭირო. სამწუხაროდ, ჩვენ საკუთარი პროდუქტის კარგად შეფუთვა გვაკლია – მატჩი საღამოს, განათებულ სტადიონზე სულ სხვაგვარად სანახავია, ხალხიც მოდის და ფეხბურთელების უფრო მონდომებულები თამაშობენ. თუმცა, შეხვედრა ასეთ გარემოში ყველგან არ იმართება.

ჩვენი მიზანია, ვითარების შევცვალოთ და საქართველოს ნამდვილი ჩემპიონატი დავუბრუნოთ. ამ კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფეარ პლეის, სამართლიანობის პრინციპის დაცვაა. საფეხბურთო გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია, ჩემპიონატს რა კრიტერიუმით ვატარებთ. ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ, პირველობა საყურებლად და სპონსორებისთვის საინტერესო რომ გახდეს. წელს ყველა ქულას ოქროს ფასი დაედო, რადგან სისტემა მატჩების ხასიათს განაპირობებს – ასეთ სისტემაში კი გარიგებული მატჩები თითქმის გამორიცხულია. პირველობაზე წესრიგი რომ დამყარდება და სამართლიანი გახდება, ეს სპონსორებს მოიზიდავს.

ახლა კი არასასიამოვნო ფაქტია, ფეხბურთის ფედერაცია და პროფლიგა სპონსორების გარეშეა დარჩენილი. ვფიქრობ, წელს გარდამტეხი სეზონია და მომავალი ჩემპიონატი ბევრად უკეთესი და მომზადებული იქნება.

- ამას რაიმე კონკრეტული ფაქტზე დაყრდნობით ამბობთ?
- დიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი კერძო კლუბი გვეყოლება. პირველ ლიგაშიც სწორედ კერძო საკუთრებაში მყოფი კლუბები ლიდერობენ, ანუ მომდევნო პირველობის უფრო საინტერესოდ გამართვის იმედი ჩნდება, რაც სპონსორების შემოტრიალებს. ძალიან კარგი პრეცედენტი იყო ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონის გარემონტება –ამის შემდეგ გადაწყვიტა "ვისოლმა" "ტორპედოს" აყვანა. ასეთი მოდელი, სხვა ქალაქებშიც იმუშავებს.

საერთოდ, სპონსორების მოსაზიდად ლიგამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა. გარიგებული მატჩებს ვგულისხმობ. თუკი გასულ სეზონში, ამა თუ იმ გუნდის თაობაზე, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, წელს მსგავსი ლაპარაკი აღარ ისიმის. დიახ, არის მსაჯობით უკმაყოფილება, მაგრამ ჩაწყობა-გარიგებებზე აღარავინ ლაპარაკობს. გამონაკლისი ეს მატჩი გამოდგა, თუმცა, ვიმეორებ, მე საეჭვო ვერაფერი დავინახე. ასეთი აჟიოტაჟი ისევ ქართულ ფეხბურთს ვნებს, რადგან სპონსორები მსგავს ხმებზე რეაგირებენ და ფეხბურთისკენ არ შემოტრიალდებიან. ამიტომ, მეტი სიფრთხილე და მტკიცებულებებია საჭირო, დაუსაბუთებელ ბრალდებებს კი უნდა ვერიდოთ. ცხადია, მე დავინტერესდები, ვის და რაში დასჭირდა ეს აჟიოტაჟი.

- სუპერთასი სანაკრებო ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაიმართა – თარიღი თუ დააზუსტეთ?
- წელს, ფაქტობრივად, კალენდარში თავისუფალი დღე არ დარჩა და იძულებული გავხდით, სუპერთასისთვის მატჩი მომავალი წლისთვის გადაგვედო. ზუსტი თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

- ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კლუბებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მომავალ წელს კლუბები განახევრებულ საწევროს გადაიხდიან. გულახდილად ვთქვათ, ამით ლიგას პრობლემები შეექმნება, რადგან თქვენი ორგანიზაცია საწევროებით და სპონსორებით არსებობს – სპონსორები კი არ გყავთ.
- დიახ, ლიგა საწევროებითა და სპონსორებით არსებობს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ საწევროდან შემოსული თანხის უდიდესი ნაწილი მსაჯების ანაზღაურებისთვისაა გათვალისწინებული.

- მსაჯებს კუთვნილ თანხებს როდის გადაუხდით?
- ფულს ველოდებით და დავალიანებას ერთ კვირაში გავისტუმრებთ.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


ნანახია: 769 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!