ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 21.11.2024, 18:15


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 1 » თურქეთი... შოთა არველაძე
23:11
თურქეთი... შოთა არველაძე


- ამ საიტზე გამოქვეყნებული მასალებიდან შესაძლოა გახსოვთ, რომ ცოტა ხნის წინ თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე და შოთა არველაძე იმ ახალგაზრდა მწვრთნელთა სამეულად მოვიხსენიე, რომელთანაც რამდენიმე ათეული წელი ქართული ფეხბურთის ბედ-იღბალი იქნება დაკავშირებული. მერე ქეცბაიასა და ცხადაძეს ვესაუბრე კიდეც, ხოლო ახლახანს შოთა არველაძეს ტელეფონით სტამბოლში დავუკავშირდი, დაბადების დღე მივულოცე და ფეხბურთზეც ვილაპარაკეთ.

   ვიდრე კაისერისპორის მთავარი მწვრთნელის მოსაზრებებს გაგაცნობთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ თურქეთის ნაკრებმა 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და მომდევნო წელს პარიზში, კონფედერაციის თასის ფინალში გავიდა. ამ ორივე ტურნირზე თავად ვიყავი თურქეთის ნაკრების მართლაც შესაშურად თავდადებული, ევროპული კლასის ფეხბურთის მოწმე. აღარაფერს ვამბობ 2008 წლის კონტინენტის ჩემპიონატზე, როცა ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციის შემდეგ განახევრებულმა გუნდმა სენსაციურად ითამაშა. ალბათ აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რამდენიმე თურქი ფეხბურთელი იტალიის კლუბებში გამოდიოდა. 50-იანი წლების და საერთოდ, თურქული ფეხბურთის ლეგენდებად არიან მიჩნეულნი მეკარე ტურგაი და ცენტრფორვარდი მეტინი. ორივე ფეხბურთელი 1957 წლის ზაფხულში გალათასარაის შემადგენლობაში იყო, როცა ჩვენი "დინამო” 2-3 დამარცხდა სტუმრებთან, მაგრამ ავთანდილ ჭკუასელის მოულოდნელი, უძლიერესი დარტყმა, შოთა იამანიძის ინდივიდუალური შეტევა და გოლები მართლაც დაუვიწყარია. 60-იან წლებში ფიორენტინაში დიდი წარმატებით თამაშობდა ჯან ბარტუ - ამარილდოსა და დე სისტის ღირსეული პარტნიორი.

   ალბათ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 1992 წელს თურქეთის 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა, 1994 და 2005 წლებში კი 17 წლამდელთა ნაკრები - მეორე პრიზიორი. ჩვენმა ძველმა ნაცნობმა გალათასარაიმ 2000 წელს უეფას თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო. 2006 წელს კი კაისერისპორი - ინტერტოტოს თასის მფლობელი გახდა.

 

შოთა არველაძე - წლევანდელ ჩემპიონატში, შეიძლება ითქვას, რომ კაისერისპორის                   შანსები ლიმიტირებულია, რადგან ტრავმირებული ერენი და  არგენტინელი კანგელი ამ სეზონში ვეღარ დაგვიბრუნდებიან. თუმცა, შემიძლია ისიც ვთქვა, რომ ჩვენი გუნდის ბედ-იღბალი  ძველებურად აღარაა დამოკიდებული ერთი-ორი წამყვანი                  ფეხბურთელის ყოფნა-არყოფნაზე. გუნდი ყოველთვის ინარჩუნებს იმ სათამაშო სქემას, პრინციპებს, რომლებიც კარგად გვაქვს დამუშავებული და ეს, ვფიქრობ, რომ მოთამაშეების დიდი დამსახურებაა. რაც შეეხება სატურნირო სიტუაციას და                   პერსპექტივას - თუ მეოთხე ადგილს შევინარჩუნებთ - ეს მაქსიმალური შედეგი იქნება.

 

შემდეგ ისევ დავუბრუნდით თურქეთის ფეხბურთის ბოლო ოცი წლის მიღწევებს და შოთა არველაძემ ორი მნიშვნელოვანი გარემოება გამოჰყო.

 

შოთა არველაძე - თურქეთის კლუბები უცხოეთიდან იწვევენ ძირითადად იმ                     ფეხბურთელებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ნაკრებში თამაშობენ. გამონაკლისი კეთდება ნაკრებიდან ახლადწასულ ვარსკვლავებზე და პერსპექტიულ ფეხბურთელებზე, რომლებსაც ასაკის გამო ჯერ არ უთამაშიათ ეროვნულ ნაკრებში. მოწვეულ მწვრთნელთა უმრავლესობაც ცნობილი სპეციალისტია. პრაქტიკულად, მოურინიოსა და ვან გალის გარდა თურქეთში ყველა წარმატებულმა მწვრთნელმა იმუშავა.  და კიდევ: ყოველ წელს თურქეთის ფეხბურთში 1 მილიარდი ლირის ინვესტირება ხორციელდება. LIG-თV ტელე-ლიცენზიის მფლობელი კომპანიაა და უმაღლესი ლიგის კლუბებს ყოველ მოპოვებულ ერთ ქულაზე - 300 000 ლირას, სამ ქულაზე კი 700 000 ლირას ურიცხავს. სეზონის ბოლოს - ჩემპიონი 15 მილიონს მიიღებს. ასევე, პრიზიორებისა და ყველა დანარჩენი  გუნდისათვის შესაბამისი თანხებია გათვალისწინებული. ერთი სიტყვით, მაღალი კვალიფიკაციის კადრები და ფინანსური უზრუნველყოფა თურქეთის ფეხბურთის განვითარების უმთავრესი სტიმულია.

 

მაღალი კლასის ლეგიონერების ხსენებისას მაშინვე გამახსენდა საქართველოს გუნდებში სხვადასხვა დროს მოწვეული უცხოელი ფეხბურთელები, რომელთა კლასი, ერთი თუ ორი გამონაკლისის გარდა საეჭვოა და არამც და არამც - მისაბაძი. ხშირად მიფიქრია - იქნებ შეზღუდვა, ლიმიტი უნდა დაწესდეს ასეთ ლეგიონერებზე...

 

შოთა არველაძე - სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ამ საკითხზე რას ფიქრობენ                    საქართველოში. იმასაც დავამატებ ნათქვამს, რომ თურქეთის მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდებს აქვთ ლეგიონერების მოწვევის უფლება. გამონაკლისი მხოლოდ ის კლუბია, რომელიც ტოვებს უმაღლეს ლიგას, ხოლო ლეგიონერთან კონტრაქტის ვადა ჯერ არ ამოწურულა. ისე კი, ვფიქრობ, რომ ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელის დაოსტატებას ლეგიონერები კი არ აფერხებენ, არამედ უმთავრესი მიზეზი ჩვენს ჯერ კიდევ                დაულაგებელ საფეხბურთო ინფრასტრუქტურაში უნდა ვეძიოთ: ესაა თანამედროვე მოთხოვნების შესაფერისი სტადიონებისა და საწვრთნელი ბაზების მწვავე დეფიციტი, მაყურებელთა დაინტერესებაც ხომ კატასტროფულად დაბალია... ამიტომ, ჯერ ამ პრობლემებს უნდა მივხედოთ...

 

რა დასამალია, თანამედროვე ფეხბურთში შედეგი განსაზღვრავს ყველაფერს, ხარისხი - მეორე პლანზეა. თუმცა, პირადად მე, როცა სტადიონზე მივდივარ, უპირველეს ყოვლისა გამორჩეული ფეხბურთელის ნახვა უფრო მაინტერესებს. მაგრამ ალბათ, ჩემი ასეთი შეხედულება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ რეგულარულად ვესწრები მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებს, სადაც საქართველოს ნაკრებს ჯერ არ უთამაშია და ამიტომ არც მიჭირს ობიექტურობის შენარჩუნება.

 

და მაინც: შედეგი თუ ტალანტი?!

 

შოთა არველაძე - ერთი-ორი მერცხალი რომ გაზაფხულს ვერ მოიყვანს - ყველას                    კარგად მოეხსენება. ჩემს დროს თამაშობდნენ ქინქლაძე, ქეცბაია, კალაძე და კიდევ სხვებიც, მაგრამ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რადგან სუსტი პოზიციებიც გვქონდა. ნაკრები რომ სრულყოფილად დაკომპლექტდეს - მწვრთნელის პრობლემა               უპირველეს ყოვლისა კარგი ფეხბურთელებიდან - საუკეთესოების შერჩევა უნდა იყოს. რამდენადაც ვიცი, საქართველოში ახლა 25 ათასი თამაშობს ფეხბურთს, ჰოლანდიაში კი 600 000 ბავშვი რეგულარულად ვარჯიშობს. მაგრამ, მაინც ხომ გამოჩნდნენ ყენია, ანანიძე, ჭანტურია, ბავშვებიც კარგად თამაშობენ. ასე რომ, დასკვნის გაკეთება ძნელი არაა: სიტუაცია გამოსწორდება, რადგან ფეხბურთის ფედერაციამ სასიკეთო ნაბიჯები გადადგა,  მთავრობაც მხარში უდგას და ეხმარება ფეხბურთს. იმედი მაქვს ორჯერ, სამჯერ მეტი ბავშვი დაინტერესდება ფეხბურთით, ვარჯიშის საშუალებაც მიეცემათ და უფრო მეტი ნიჭიერი და პერსპექტიულიც გამოჩნდება. ნაკრების წარმატებული გამოსვლა კი უპირველესი სტიმულია, სიხარული მოაქვს და მომავლის იმედიცაა. ამიტომ მე ასე ვიტყვი: ტალანტები - შედეგი, შედეგი - ტალანტები სინონიმებია და                 უერთმანეთოდ - წარმოუდგენელიც!

    

 სასაუბრო კიდევ გვქონდა, მაგრამ შოთა არველაძეს კაისერში გამგზავრება ელოდა. წარმატებები ვუსურვე და დავემშვიდობეთ ერთმანეთს...

 

 

დავით ქლიბაძე
ნანახია: 1203 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!