ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » მარტი » 16
ისრაელის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ლუის ფერნანდესსმა ის ფეხბურთელები
დაასახელა, რომელბიც ლატვიის და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ
სათამაშოდ მოემზადებიან.
ლუის ფერნანდესმა ნაკრებში "ჩელსის"
ნახევარმცველი იოსი ბენაიონი გამოიძახა, რომელმაც სექტემბერში "ნიუკასლთან"
მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ვარჯიში ახლაღა განაახლა.
ისრაელის
ნაკრებში პირველად გამოიძახეს თალებ თავათჰა. ლუის ფერნანდესმა თქვა, რომ
მის თამაშს ბოლო 4 თვის მანძილზე აკვირდებოდა და კმაყოფილი დარჩა.
ნაკრებში
გამოიძახეს: დუდუ ავათი, არიელ არუში, დუდუ გორეში, დეკელ კეინანი, რამი
გერშონი, იციკ კოენი, თალ ბენ ჰაიმი, დანი ბონდარი, თალებ თავათჰა, იოავ
ზივი, ბირამ კიიალი, ბირბას ნაჰთო, ეიალ გოლასა, ერან ზაავი, ელროი კოენი,
ალმოგ კოენი, გალ ალბერმანი, ელიანივ ბარდა, ომერ დამარი, ბენ საარი, დურუ
ბიტო
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
მცირე ტრავმის შემდეგ გურამ კაშია მომჯობინდა და არნემის "ვიტესში"
ერედივიზიონის ბოლო ტურებში შეუცვლელად ითამაშა. 23 წლის ქართველმა მცველმა
ჯერ "ვენლოს" წინააღმდეგ იასპარეზა, ბოლო ტურში კი - "ჰერენვენთან".
მართალია, "ვიტესი" ჯერჯერობით მე-15 ადგილზეა და გავარდნის საფრთხე არ
აურიდებია, მაგრამ ქართველი მცველს ეჭვი არ ეპარება, რომ გუნდი მალე
ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება.
გურამ კაშიას ჰოლანდიაში დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.
- ტრავმამ ძალიან გაგაწვალა? აღარ უნდა გაწუხებდეს. -
სერიოზული არაფერია, სულ რაღაც სამი დღე დავისვენე, ისიც სიფრთხილის გამო -
ნაკრების მატჩები ახლოვდებოდა, თავის ატკიება არ მსურდა და "ვიტესმაც"
დამასვენა. ახლა ჩვეულებრივი დატვირთვით ვვარჯიშობ.
- "ვიტესი" ჯერ კიდევ გასავარდნთა ზონაშია და თავს მშვიდად ვერ იგრძნობთ. -
წლეულს
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
რომან ფიფიას გადაწყვეტილება პრეცედენტად გამოდგება: მან თბილისის
"დინამოს" ახალ დირექტორად მიიწვია ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომელიც იყო
ეკონომიკის მინისტრი, ესპანეთში საქართველოს ელჩი და "თი-ბი-სი ბანკის"
ერთ-ერთი მმართველი. მაგრამ ფეხბურთი მისთვის უცხო ნამდვილად არ იყო,
მეგობრობს "ბარსელონასთან" და მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილ და ახლანდელ
პრეზიდენტებთან, საქმიანი კავშირები აქვს ესპანურ და სხვა ქვეყნების
საფეხბურთო წრეებთან და ახალ თანამდებობაზე ამ კავშირებისა და
ბიზნესგამოცდილების გამოყენებას აპირებს.
- მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტთან შეხვედრიდან კონკრეტული შედეგით დაბრუნდით? -
ვიზიტის მიზანი იყო, კონკრეტულად გვესაუბრა იმ მხარდაჭერაზე, რომელიც
ესპანურ კლუბებს შეუძლიათ გაგვიწიონ - მწვრთნელთა გადამზადება, ფეხბურთელთა
იჯარა, კორპორაციული თანამშრომლობა და სხვა.
მადრიდის "ატლეტიკოს"
პრეზიდე
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2012-ის უმნიშვნელოვანეს შესარჩევ მატჩს
გამართავს ხორვატიის ნაკრებთან. თბილისური შეხვედრისთვის თემურ ქეცბაიამ
23 ფეხბურთელი გამოიძახა. ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა დაგვეხმარება
გავარკვიოთ როგორ ფორმაში ხვდებიან ეროვნული გუნდის ფეხბურთელები
სანაკრებო ბატალიებს.
მწვრთნელმა 18 ლეგიონერი (78%) და 5
ადგილობრივი ფეხბურთელი გამოიძახა. ჩვენი ლეგიონერები სულ 9 ქვეყანას
წარმოადგენენ: რუსეთი (8), უკრაინა (2), გერმანია (2), იტალია, ინგლისი,
ჰოლანდია, საბერძნეთი, რუმინეთი და ისრაელი. ნაკრების 65% პოსტსაბჭოურ
სივრცეში (საქართველო, რუსეთი და უკრაინა) თამაშობს. სიაში ორი
ფეხბურთელია, რომელთაც 2011 წელს საკლუბო დონეზე ოფიციალურ მატჩში
მონაწილეობა არ მიუღიათ - დავით სირაძე და სანდრო გურული.
ამ
უქმეებზე ნაკრების ფეხბურთელებმა 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალეს.
2
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|