ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » მარტი » 01
-
ამ საიტზე გამოქვეყნებული მასალებიდან შესაძლოა გახსოვთ, რომ ცოტა ხნის
წინ თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე და შოთა არველაძე იმ ახალგაზრდა
მწვრთნელთა სამეულად მოვიხსენიე, რომელთანაც რამდენიმე ათეული წელი ქართული
ფეხბურთის ბედ-იღბალი იქნება დაკავშირებული. მერე ქეცბაიასა და ცხადაძეს
ვესაუბრე კიდეც, ხოლო ახლახანს შოთა არველაძეს ტელეფონით სტამბოლში
დავუკავშირდი, დაბადების დღე მივულოცე და ფეხბურთზეც ვილაპარაკეთ.
&nbs
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
3 მარტს, „მიხეილ მესხის" სტადიონზე, გელა შეყილაძის 16– წლამდელები
ვასილ მაისურაძის 17– წლამდელებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.
ნაკრებების
მთავარი მწვრთნელები, ამ შეხვედრას მომავალი საერთაშორისო ტურნირებისთვის
მოსამზადებლად და გუნდების ძირითადი ბირთვის შესარჩევად გამოიყენებენ.
გელა შეყილაძემ ამ მატჩისთვის შემდეგი 21 ფეხბურთელი გამოიძახა:
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
დღეს ლუგანსკის "ზარიამ" ექვსი ახალწვეული ფეხბურთელი წარადგინა, რომლებიც
დღეიდან გუნდის ღირსებას დაიცავენ. მათ შორისაა 24 წლის ქართველი
ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტიაც. ფეხბურთელებმა კონტრაქტს ხელი მოაწერეს და
ამიერიდან უკრაინული გუნდის მოთამაშეებად ითვლებიან.
ჯაბა, რომელიც უკრაინაში გადაბარგებამდე "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა, ახალ კლუბში 10-ნომრიანი მაისურით გამოვა.
ახალწვეულებზე ლუგანსკის "ზარიას" კაპიტანმა ვლადიმერ ეზერსკიმ ისაუბრა, განსაკუთრებით კი ჯაბა ლიპარტია გამოჰყო.
"იმისთვის,
რომ კონკურენცია შეიქმნას, "ზარიაში" ახლახან გადმოსული ფეხბურთელები
ნამდვილად გამოდგებიან. ვინ შეიძლება გამოვყოთ? პირველ რიგში ქართველი
ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია. ეს ფეხბურთელი გუნდს აქ ყოფნის პირველი
დღეებიდანვე შეეწყო და მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს ალღო მაშინვე აუღო.
პრინციპში, ჯაბა შეიძლება ძირითადი შემადგენლობის
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
გაზაფხულის პირველ დღეს ყაზანის "რუბინის" ყოფილმა მცველმა, ძველ კლუბთან
დაკავშირებული ყველა ფორმალობა საბოლოოდ მოაგვარა და რუსეთის პრემიერლიგაში
აღზევებული ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.
დაცვის
რგოლის უნივერსალური მოთამაშე კარგა ხანია ომარ თეთრაძის გუნდთან
ვარჯიშობს და უკვე მეორე სეზონისწინა შეკრებასაც გადის, მაგრამ
"თეთრ-ლურჯებთან" კონტრაქტის გაფორმება ახლაღა შეძლო.
შეგახსენებთ,
რომ 29 წლის ლაშა სალუქვაძე ყაზანის "რუბინის" ღირსებას 2005 წლიდან
იცავდა, მისი "ვოლგაში" გადაბარგება კი უპირველესად, თავად ფეხბურთელის
ინიციატივით მოხდა.
შესახებ: |
თემურ ქეცბაია ხორვატიისა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებებთან მარტის ბოლოს
დანიშნული შეხვედრებისთვის ფეხბურთელთა შერჩევას იწყებს. ცხადია, ბირთვი
უკვე ცნობილია, მაგრამ რამდენიმე სიახლეც არის მოსალოდნელი. ეროვნული
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ შეტევის ნაკლებად
ეფექტურობის მიზეზი ნახევარდაცვაში შემოქმდებითი ფეხბურთელების ნაკლებობაა
და შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობს. ამასთანავე, ქეცბაია საყრდენების
ოპტიმალურ წყვილსაც ეძებს.
შევიტყვეთ, რომ თემურ ქეცბაიამ
გაფართოებულ სიაში გროზნოს "ტერეკის" საყრდენი ნახევარმცველი ლევან
გვაზავაც შეიყვანა, ფედერაციის შესაბამის განყოფილებებს კი მასთან
დაკავშირება დაავალა.
ქეცბაიამ გვაზავა ნაკრებში გასულ წელს
კამერუნთან ამხანაგური მატჩისთვისაც გამოიძახა. თუმცა მაშინ ჩეჩნური კლუბის
საყრდენი ნახევარმცველი საპასპორტო პრობლემის გამო ვერ ჩამოვიდა -
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
ახლოვდება ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდი
და იქ გასული საქართველოს ნაკრების მიმართ გულშემატკივრის ინტერესი უფრო
და უფრო იზრდება. შეგახსენებთ, ჩვენი გუნდი 25 მარტიდან საფრანგეთში
ითამაშებს, სადაც მასპინძლებთან ერთად მისი მეტოქეები ნორვეგია და ბელარუსი
იქნებიან. კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას
მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.
რამდენიმე დღის წინ
საქართველოს ნაკრები მადრიდიდან დაბრუნდა, სადაც ესპანელ 17-წლამდელებთან
ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. 1:2 და 0:0 - ასეთია ჩვენი გუნდის შედეგი,
რაც ელიტრაუნდში წარმატების იმედებს გვიძლიერებს. ესპანური ვოიაჟის,
ნაკრების დღევანდელი კონდიციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გუნდის
მთავარ მწვრთნელს, კობა ჟორჟიკაშვილს ვესაუბრეთ და ვფიქრობთ, მისი
მონათხრობი საინტერესო წასაკითხი უნდა იყოს.
ზღაპრული
...
კითხვის გაგრძელება »
შესახებ: |
|
|
|
რეკლამა |
|
|
|