ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               პარასკევი, 26.04.2024, 21:51


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 16 » წელი წაუგებლად უნდა დავასრულოთ!
19:24
წელი წაუგებლად უნდა დავასრულოთ!
    

ჩვენი ნაკრები თბილისიდან ჩარტერული ავიარეისით სლოვენიას გაემგზავრა. მანამდე ეროვნული გუნდი რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში ემზადებოდა. შეგახსენებთ, რომ ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ეროვნულში 30 ფეხბურთელი გამოიძახა. სამი ათეულიდან კი 21 ფეხბურთელი შეარჩია სლოვენიისთვის. დავინტერესდით, თუ რა განწყობით გაფრინდნენ ჩვენი ფეხბურთელები ბალკანეთზე და რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.

"ვიტ ჯორჯიას" შემტევი ნახევარმცველ ირაკლი კლიმიაშვილისთვის ნაკრებში გამოძახება "ახალი ხილი" არ არის. თუმცა ეროვნულში მხოლოდ 5 მატჩში აქვს ნათამაში. როგორც გაირკვა, ირაკლის სლოვენიელებთან პირადი ანგარიშები ჰქონია...

- ნაკრებმა თბილისში ვარჯიშები დაასრულა. როგორ მოემზადეთ სლოვენიასთან მატჩისთვის?
- 5 დღის განმავლობაში ვემზადებოდით და ამ ვარჯიშების შედეგად ნაკრების თავკაცმა 30 ფეხბურთელიდან 21 შეგვარჩია სლოვენიაში გასამგზავრებლად. ასე რომ კონკურენცია დიდი იყო. 21 ფეხბურთელიდან 18 მოხვდება მატჩის განაცხადში და მათგან 11-ს მოუწევს სასტარტოში თამაში. ასე რომ, კონკურენცია არის და ამას მივესალმები. მაღალ ხარისხს სწორედ კონკურენცია განაპირობებს. თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას ოქტომბერშიც ვიყავი ნაკრებში გამოძახებული, მაგრამ თამაშმა არ მომიწია. ძალიან გამეხარდა, რომ სლოვენიაში მივემგზავრები. იმედი მაქვს მატჩის განაცხადშიც მოვხვდები. ძალიან მინდა თამაშმა მომიწიოს და თუ ასე იქნება, თავს არ დავზოგავ.

- თემურ ქეცბაიამ სლოვენიელებთან მატჩისთვის ნაკრებში უმეტესობა ეროვნულ ჩემპიონატის მოთამაშეები გამოიძახა. ცხადია, ეს შანსია ქვეყნის მთავარ გუნდში დასამკვიდრებლად.
- დიახ, ასეა და ძალიან კარგია. საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის ეს დიდი სტიმულია. კარგად მესმის, რომ სლოვენიასთან მატჩში ვისაც მოუწევს თამაში, თითოეული ფეხბურთელისთვის ეს შანსი იქნება შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

- ჩვენს ნაკრებს წელს არ წაუგია. შევძლებთ წელიწადი წაუგებლად ჩავამთავროთ?
- იმედი მაქვს ასეც იქნება. სლოვენიაში მოსაგებად უნდა გავიდეთ მოედანზე. ბოლო-ბოლო სლოვენიელებთან პირადი ანგარიშები მაქვს. ევროტურნირებიდან "ვიტ ჯორჯია" სლოვენიურმა "მარიბორმა" გამოთიშა...


"ზესტაფონის" მცველი გიორგი ონიანი ეროვნულ გუნდში პირველად არ გამოუძახებიათ, მაგრამ დებიუტი ჯერ არ ჰქონია და სლოვენიაში ელის: "ეროვნულ ნაკრებში მესამედ ვარ გამოძახებული. აქამდე თამაშმა არ მომიწია. ამ მატჩისთვის თბილისში ვემზადებოდით, კარგ ფორმაში ვარ და 21-კაციან სიაშიც მოვხვდი. იმედი მაქვს თამაში მომიწევს. თუ მოედანზე გავალ დავამტკიცებ, რომ ნაკრებში თამაში შემიძლია".

4-წლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებული კახა ალადაშვილისთვის სლოვენიასთან მატჩი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

- საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ეროვნულში აღარ მითამაშია. მას მერე ბარე 4 წელი გავიდა. ფრანგებთან შეხვედრის შემდეგ, იტალიასთან და უკრაინასთან მატჩების დროსაც ვიყავი ეროვნულში გამოძახებული, მაგრამ თამაშმა არ მომიწია. სლოვენიასთან მატჩი ჩემთვის დიდი მნიშვნელობისაა. ჩემი მიზანი ნაკრებში მყარად დაბრუნებაა და საამისოდ კოპერის თამაში უნდა გამოვიყენო.

-  ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ყველა ფეხბურთელს ნაკრებში დამკვიდრებისთვის კარგი შანსი გაქვთ - ამჯერად ეროვნულში წამყვანი ფეხბურთელები არ არიან...
- დიახ, ეგრეა, მაგრამ ამით კონკურენციას არ მოუკლია. ყველას მიზანი ეროვნულში თამაშია და სლოვენიაში თითოეული ფეხბურთელი მონდომებით ითამაშებს.

- ამ გადახალისებული შემადგენლობით კოპერში რა შედეგს უნდა ველოდეთ?
- წელიწადი წაუგებლად უნდა დავასრულოთ. ნაკრებმა დაუმარცხებელი სერია უნდა გააგრძელოთ. ამისათვის თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი უნდა გავიღოთ.

როგორც ხედავთ, ფეხბურთელები ჟინითა და იმედით გაემგზავრენ სლოვენიაში. ანალოგიური განწყობა აქვს რუმინული "გაზ მეთანის" მცველ აკაკი ხუბუტიასაც: "ეროვნულ ნაკრებში პირველად ვარ გამოახებული, იმედია თამაშიც მომიწევს. ჩემი მხრიდან კი გეტყვით, რომ ყველაფერს გავაკეთებ წარმატებული დებიუტისთვის. გუნდს ძირითადი ბირთვის რამენიმე ფეხბურთელი აკლია, მაგრამ ვინც მოედანზე გავალთ, თავი უნდა გადავდოთ, რათა ნაკრებმა წაუგებელი სერია გააგრძელოს...

რაც შეეხება მეტოქეს, როგორც გავიგე, სლოვენიელები უძლიერესი შემადგენლობით დაგვიხვდებიან და დაძაბული მატჩი გველის. მთავარია ბოლომდე ვიბრძლოოთ და მწვრთნელის დავალებები შევასრულოთ. ცდას არ დავაკლებ და იმედი მაქვს კარგად წარმოვჩნდებით".



ნანახია: 974 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!