ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 23 » თორნიკე ოქრიაშვილი: "მინდოდა, ჩემი დებიუტი ყველას დამახსოვრებოდა"
10:04 თორნიკე ოქრიაშვილი: "მინდოდა, ჩემი დებიუტი ყველას დამახსოვრებოდა" |
18 წლის თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრით
კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ თემურ ქეცბაიას ნდობას შემდეგშიც
დაიმსახურებს. "შახტარისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს
დონეცკში გუშინ შევეხმიანეთ.
- თორნიკე, ეროვნულ ნაკრებში
წარმატებულ დებიუტს გილოცავ. თუმცა დავიწყოთ იმით, რომ გაშვებულ გოლამდე,
თამაშის მოგება არარეალური ჩანდა. - გეთანხმებით, ალბათ, ცოტა
გაგვიმართლა კიდეც. თუმცა თემურ ქეცბაიამ მაგრად განგვაწყო, გვითხრა, რა
გუნდსაც უნდა ვეთამაშებოდეთ, სტადიონზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართო.
ძნელია იმის გადმოცემა, როგორ მოახერხა, მაგრამ ფაქტია, რომ სლოვენიასთან
წარმატებაში დაგვარწმუნა. მე ძირითადში არ ვთამაშობდი, მაგრამ
სათადარიგოებიც ასევე ვიყავით, მე კი ჩემს შანსს ველოდი.
- თამაშამდე ქეცბაია ცალ-ცალკე გელაპარაკათ თუ ერთად? - ერთად გველაპარაკა და ძალიან დაგვმუხტა.
- შედეგს სიმკაცრით აღწევს? -
დიახ, მკაცრია, მაგრამ სამართლიანი. დღემდე ასეთ მწერთნელთან არ
მიმუშავია. ფეხბურთელებთან მიდგომა იცის. სლოვენიელების გოლზე არ
გავტყდით, პირიქით, ჩვენზე კარგად იმოქმედა. ანგარიში გათანაბრებამ კი ისე
გაგვახარა, გავთამამდით და ფრეზე გაჩერება აღარ გვინდოდა - ერთ წუთში
მეორე გოლიც გავიტანეთ.
- სხვათა შორის, სლოვენიის
ტელევიზიამ მეორე გოლი მხოლოდ იქიდან აჩვენა, ვაწაძემ ანანიძე პირისპირ
რომ გაიყვანა. შეტევა როგორ დაიწყო? - სლოვენიელმა მცველმა
ბურთი მარჯვნივ, ჩემს ფლანგზე გადააწოდა, მეტოქე შევაწუხე, ისიც შეცდა და
თავისიანის ნაცვლად ბურთი ვაწაძეს გადააწოდა, მათემ კი ანანიძე მეკარესთან
პირისპირ დატოვა.
- მოედანზე საკმაოდ თამამი ჩანდი... - ასეთი ვარ, კომპლექსი და შიში არ მაქვს. უფროს-უმცროსობა მოედნის გარეთ არ მეშლება, მაგრამ თამაშის დროს მორიდება ნაკლია.
- მაღალი კლასის მეტოქესთან მხოლოდ მონდომებით ვერაფერს გახდები. ეტყობა, "შახტარში" კარგად გავარჯიშებენ. -
რა თქმა უნდა, მარტო მონდომება საკმარისი არ არის, მაგრამ ასე ვიტყვი:
ძალიან მინდოდა, ჩემი დებიუტი ყველას დამახსოვრებოდა, მეც კმაყოფილი
ვყოფილიყავი, ქეცბაიაც და გულშემატკივარიც.
"შახტარში" კი ძალიან
ვინდომებ, ვარჯიშის შემდეგ ვრჩები და ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. დონეცკში
ყველნაირი პირობაა, დიდი ფეხბურთი რომ ვითამაშო და ამ პირობებს
მაქსიმალურად ვიყენებ.
- ბევრ ფეხბურთელს გული გართობისკენ
მიუწევს, ბევრმა ცდუნებებს ვერ გაუძლო და ვარჯიშებზე გული აიცრუა. თავს
ჩააგონე, ჯერ ფეხბურთი და მერე გართობა? - გართობის დრო სულ
მექნება, ფეხბურთს კი 35 წლამდე თუ ვითამაშებ. დიდი ფეხბურთის თამაში ბევრ
ქართველს შეეძლო, ისინი ჩემზე ბევრად ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ გართობას
გადაყვნენ და ვერ ითამაშეს. გართობის გამო კარიერას არ დავანგრევ. მთავარი
ფეხბურთია, გართობის დროც მოვა. მე მართლა ასე ვფიქრობ, რაღაც ფრაზებს არ
ვიგონებ. თამაში და ვარჯიში მსიამოვნებს და ამ სიამოვნებას არ შეველევი.
საღამოს
ათ საათზე ვიძინებ და დილით ცხრაზე ვდგები, იმიტომ რომ აჭიმვები გავაკეთო,
მოვითელო, ვარჯიშისთვის მოვემზადო, დღითიდღე მოვუმატო და რაც მთავარია,
საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება დავიმსახურო. ჩემთვის ეს ყველაზე
მთავარია.
- გაქვს იმედი, რომ ქეცბაია ოფიციალურ შეხვედრებშიც გამოგიძახებს? - რა თქმა უნდა, იმედი მაქვს და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. ჩემთვის სანაკრებო 18 კაცში დასახელებაც დიდი ბედნიერება იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
|
ნანახია: 1021 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|