ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » მარტი » 25 » თაგუნა ვოლფი საქართველოს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს
17:01 თაგუნა ვოლფი საქართველოს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს |
უკრაინული hotsport-ის რედაქციაში რვაფეხა პაულის მემკვიდრე თაგვი, სახელად
ვოლფი ჰყავთ, რომელმაც სხვა მატჩების დარად, საქართველო-ხორვატიის მატჩის
შედეგიც იწინასწარმეტყველა. თაგვმა სამ ალამს შორის, რომელიც ერთი
საქართველოს დროშა იყო , მეორე - ხორვატიის, ხოლო მესამეს X (ფრე) ეწერა,
საქართველოს ალამი აირჩია და მასთან მივიდა.
თაგვმა დღეს კიდევ 8
თამაშის პროგნოზი გააკეთა და უკრაინული საიტის მონაცემებით სენსაციური
მხოლოდ საქართველო-ხორვატიის და უკრაინა-მაკედონიის (ფრე) შედეგი იყო.
25 მარტი ავსტრია-ბელგია 1, ესპანეთი-ჩეხეთი 1.
26 მარტი ირლანდია- მაკედონია X, საქართველო-ხორვატია 1, ისრაელი-ლატვია X, ბულგარეთი-შვეიცარია 2, ნორვეგია-დანია 2.
29 მარტი ჩრდილოეთ ირლანდია-სლოვენია 2, თურქეთი-ავსტრია 1, უკრაინა-იტალია X.
რა
თქმა უნდა, "წინასწარმეტყველი" თაგუნას არჩევანი საქართველოს ნაკრების
ყველა გულშემატკივრისთვის გასახარი და მისაღებია, თუმცა, ერთიცაა - ვოლფი
რვაფეხა პაულისგან განსხვავებით, დიდი სიზუსტით არ გამოირჩევა. თავისი ნიჭი
მან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების კენჭისყრის წინაც გამოავლინა, თუმცა
შეცდა და "შახტარი" "ინტერთან" დააკავშირა.
მომზადებულია hotsport.com-ის მიხედვით
|
ნანახია: 1291 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
რეკლამა |
|
|
|