ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               შაბათი, 21.12.2024, 17:39


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 19 » "ტრუსების პრობლემა" საქართველოს ნაკრებში
13:02
"ტრუსების პრობლემა" საქართველოს ნაკრებში



საქართველოს ნაკრების გამარჯვება რუსულმა მედიამ ორიგინალურად გადაფარა. გაზეთმა "ვზგლიადმა", როგორც წერს, სტატია ქართულ წყაროზე დაყრდნობით გამოაცხო:

"საქართველოს ნაკრებს ტრუსები არ ეყო"
"საქართველოს ნაკრებს, რომელმაც სლოვენიაში 2:1 მოიგო, კურიოზი შეემთხვა. ქართველებს ფორმების პრობლემა შეექმნათ. საქმე ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების ფორმები შეუკვეთა. თუმცა თბილისის ნაცვლად პროდუქცია შეცდომით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გააგზავნეს.

შედეგად, საქართველოს ნაკრები სლოვენიაში ფორმის ერთი კომპლექტით გაემგზავრა, ამიტომ ზოგიერთ მოთამაშეს მაისურის შესაფერისი ზომის ტრუსი არ შეხვდებოდა და შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს რეზერვში დარჩენილთა ტრუსების მორგება მოუხდებოდათ. საქმე ისაა, რომ საქართველოს ნაკრების წევრები შესვენებაზე ფორმას იცვლიან და მეორე კომპლექტი ამიტომ სჭირდებოდათ".

როგორც დავადგინეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების სათამაშო ფორმები და სხვადასხვა ატრიბუტიკა ფირმა `ჯაკოს" მართლაც შეუკვეთა. შეკვეთილი ფორმებით სავსე კონტეინერი კი მართლაც ჩეხეთში გაიგზავნა. ისე გამოვიდა, სლოვენიაში ნაკრების გაფრენის წინა დღესაც გაურკვეველი იყო, ჩამოასწრებდა თუ არა ტვირთი თბილისში. თუ ვერა, ნაკრები ერთადერთი კომპლექტის იმედად რჩებოდა და ყველა მაისურისთვის შესაბამისი ტრუსებიც არ იყო.

ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ტყუილი ისაა, რომ მატჩის მსვლელობისას მსგავსი რამ არ მომხდარა - პრობლემა თამაშამდე მოგვარდა. არადა, ამბავი ისეა მიწოდებული, იფიქრებ, ეს ყველაფერი მატჩის დროს ხდებოდა. ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილი ფაქტის რუსულ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ფორმის სრული კომპლექტი ყველას ჰქონდა.

პოლიტიკასა და პოლიტტექნოლოგიებში მთავარი მანევრებია: "ტრუსების სკანდალით", რუსულენოვან ინტერნეტ-სამყაროს საქართველოს გამარჯვების გაფერმკრთალება სურს - მარტივი ამბავია.



მერაბ მამულაშვილი

ნანახია: 978 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!