ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 2 » "სპარტაკი" ჯანოს ახალი კონტრაქტით დააბამს
15:52 "სპარტაკი" ჯანოს ახალი კონტრაქტით დააბამს |
ჩვენი ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე
კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. უკვე გაცნობეთ, რომ ჯანოს
გადაბირების სურვილი სანკტ პეტერბურგის "ზენიტმა" გამოთქვა და
ნევისპირელები 15 მილიონ ევროსაც ჩამოდიან ქართველის სანაცვლოდ.
"ზენიტამდე" კი ანანიძეს "სევილიამ", "იუვენტუსმა", "მილანტმა",
"არსენალმა", "ტოტენჰემმა" და "ჩელსიმ" დაადგეს თვალი. ერთი სიტყვით,
ანანიძეზე დიდი მოთხოვნაა და ყველას აინტერესებს, როდის ეწურება ჯანოს
საკონტრაქტო ვადა, რა პოზიცია უჭირავს "სპარტაკს" ჩვენებურთან მიმართებაში.
მომდევნო
სეზონის ბოლოს, ანუ 2011 წლის დეკემბერში ანანიძეს
"სპარტაკთან"საკონტრაქტო ვადა უმთავრდება. მოსკოველთა გუნდის მთავარ
მწვრთნელ ვალერი კარპინს ქართველი არ ეთმობა და კლუბის ხელმძღვანელობის
პოზიციაც იგივეა. "სპარტაკისა" და ანანიძის ინტერესი ემთხვევა, ჯანო ჯერ
არ ფიქრობს სხვა კლუბში გადასვლას. მეტიც, ანანიძეს "სპარტაკთან" ახალი
კონტრაქტის გაფორმება უნდა და მისმა აგენტმა, ჯანოს მამასთან ერთად უკვე
შეადგინა ახალი ხელშეკრულება, რომელშიც ფეხბურთელს გაორმაგებული ფინანსური
პირობები აქვს.
რუსულ ვებგვერდ Tden.ru-ს ინფორმაციით, ახალი
კონტრაქტის მიხედვით ჯანო თვეში 100 ათას დოლარს მიიღებს გასამრჯელოდ. თუ
"სპარტაკი" ამ პირობებს არ დათანხმდება და ქართველთან ხელშეკრულებას არ
გაახანგრძლივებს, მაშინ გაისად დეკემბერში ჯანო თავისუფალი აგენტი
გახდება. ანანიძეზე ისედაც დიდი მოთხოვნაა და მით უმეტეს, თუ ის
თავისუფალი აგენტი გახდება ბევრად უკეთეს ფინანსურ პირობებს შესთავაზებენ.
ლოგიკურად, "სპარტაკი" ჯანოს აგენტის მიერ შემუშავებული ახალი კონტრაქტის
პირობებს უნდა დათანხმდეს და ანანიძესთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.
დავით ცაბაძე
|
ნანახია: 788 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|